| iPad-ები ჰამაკის მაღაზიებში აპრილის ბოლოს შემოვა |
|
24/03/2010 19:10 (682 დღე 15:17 minutes ago) | ||||||||||||
![]()
2010 წელს საქართველოში სხვადასხვა სიახლე იგეგმება. გასაყიდად გამოვა iPad – ები, Sony Ericsson - ისა და Nokia – ს უახლესი მოდელები, 3D ტექნოლოგიები. “iPad –ები ჩვენს ქვეყანაში აპრილის შუა რიცხვებში შემოვა და იმედი გვაქვს რომ მაღაზიებში აპრილის ბოლოს უკვე გვექნება” ამბობს ნატალია დავითაშვილი, შპს. ჰამაკის დირექტორი, Apple – ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
“iPad – ების ფასი ჯერჯერობით არ გამოცხადებულა, თუმცა ჩემი აზრით მათი ღირებულება დაახლოებით 700 აშშ. დოლარის ფარგლებში იქნება,” ამბობს დავითაშვილი.
“ რთულია ამ ეტაპზე გაყიდვებთან დაკავშირებით რაიმეს თქმა, მაგრამ მოთხოვნა იმდენად დიდია რომ ხალხი რიგში დგას რათა წინასწარ შეუკვეთოს iPad- ი, ასე რომ ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ ამ პროდუქტს,” დავითაშვილი აცხადებს. “ აპლიკაციის შემქმნელი “Appcelerator ”- ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად აპლიკაციის მომხმარებლები მიიჩნევენ რომ Apple – ის iPad – i iPhone –ისაგან განსხვავებით უფრო მეტად ბიზნესი სათვის განკუთვნილი ხელსაწყო იქნება. ამერიკაში Apple –ის მოყვარულებმა ერთი კვირით ადრე დაიწყეს iPad – ის შეკვეთა და როგორც ჩანს Apple – მა 200 000 ცალი iPad გაყიდა ერთ დღეში”. გვაცნობებს დანიელ ტელო, ანალისტი ბლოგერი.
“iPhone – ს შეუძლია მომხმარებელთა საფოსტო ყუთებისა და ვებ სერვერების ფაილებში შესვლა, ამისათვის მომხმარებელმა უნდა გამოიყენოს Apple – ის უფასო iDisk –ის აპლიკაცია,“ iPad მულტიტაჩპანელი ასევე აღჭურვილია Wi-Fi-ით, 3G-ით, GSM-ით, GPS ნავიგაციითა და კომპასით. თამაშებს, რომლებიც მუშაობს "IPhone"-ზე, თავისუფლად კითხულობს "IPad"-იც. „iPad ერთ ერთი ის ხელსაწყოა რომელის იმედიც ჩვენ ძალიან გვაქვს, ამბობს დავითაშვილი, „ ქართველი მომხმარებლები ძალიან კარგად ხვდებიან სიახლეებს. ქართულ ბაზარზე ახალი ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად შემოდის. როგორც კი წარმოადგენენ ახალ პროდუქტს , მოთხოვნა მაშინვე თვალშისაცემია.“
„სიახლეთა მოყვარულებისათვის ფასს მნიშვნელობა არ აქვს – როგორც კი ტექნოლოგია ხელმისაწვდომია ისინი მაშინვე ყიდულობენ მათ, თუმცა მათ ვისაც ლოდინი შეუძლიათ მოგვიანებით მე – 2 და მე –3 თაობის პროდუქტის შეძენა უფრო დაბალ ფასად შეუძლიათ,“ ამბობს დავითაშვილი. „Sony Ericsson - ის უახლესი მოდელები მსოფლიო ბაზარზე და საქართველოში ამ წლის მეორე ნახევარში გამოჩნდება,“ აცხადებს ზაზა ასათიანი, სავაჭრო სახლ „ გოლეთიანის“ მარკეტინგის მენეჯერი, Sony Ericsson - ისა და Nokia – ს ოფოციალური წარმომადგენელი საქართველოში.
„ მომხმარებელს ჩვენთან უახლოეს მომავალში შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ Sony Ericsson –ის ახალი სენსორული ეკრანის მქონე მოდელი Vivaz - ი. ამ მოდელს ისევე როგორც სხვა უახლეს ტექნოლოგიებს, აქვს მაღალი ხარისხის 8 –მეგაპიქსელიანი კამერა და იღებს მაღალ ხარისხიან ( HD) ვიდეოებს.” ამბობს დავითაშვილი.
„ რადგანაც ეს მოდელი საქართველოში ამ წლის მეორე ნახევარში შემოვა ფასის შესახებ ინფორმაცია ცოტა მოგვიანებით გახდება ცნობილი. მე ის მხოლოდ შემიძლია ვთქვა რომ ეს არ იქნება მაღალ ფასიანი მოდელი.“ ამბობს ასათიანი.
Sony –ი 2010 წელს უფრო მეტად ფოკუსირებული იქნება 3D ტექნოლოგიებზე.
„მეტი ყურადღება ეთმობა Oled და LCD ტელევიზორებს 3D ეფექტით და Sony –ის 3D Blu Ray player – ს. მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება შეიძინოს ტელევიზორები 3D ეფექტით, სათვალეებთან ერთად. ამ ეტაპზე 3D ფილმების ნაკლებობაა და მხოლოდ ორი ფილმი არსებობს“ „ ავატარი“ და „ ალისა საოცრებათა ქვეყანაში.“ „როგორც კი საჭირო ტექნოლოგიები და3D ფილმები გამოჩნდება, მაშინვე შემოვა საქართველოს ბაზარზეც. ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს ამ წლის ბოლოს მოხდება,“ გვაცნობებს დიმა აგეკიანი, თბილისი სონი ცენტრის გენერალური მენეჯერი.
Sony Ericsson– მა ახლახანს წარმოადგინა ორი უახლესი smart-phone – ი , რომელთაც ექნებათ Google Android – ის ოპერაციული სისტემა. Android არის ოპერაციული სისტემა რომელიც იყენებს Linux Kernel – ის შეცლილ ვერსიას.
„ამ ტექნოლოგიების უპირატესობანი, მაღალი ხარისხის ტექნიკა სთან ერთად , არის ხელმისაწვდომი ფასები. Google –ის შემოსვლამ მობილური ტელეფონების ბიზნესში მთლიანად შეცვალა იმ თამაშების მიმართულება რომელიც აქამდე არსებობდა. ახალი ოპერაციული სისტემა, Google –ის Mobile OS Android– ი – ერთ ერთი ყველაზე პროგრესიული ოპერაციული სისტემაა და ბევრ მწარმოებელს სურს მისი გამოყენება,“ ამბობს ასათიანი.
ასათიანის ინფორმაციით მობილური ტელეფონების მწარმოებლებმა გააცნობიერეს რომ მეგა– პიქსელებისა და მეგა– ბაიტების ომი აღარ არის ეფექტური და მომავალი სხვადასხვა სერვისებს ეკუთვნის.
Nokia – ამ ახლახანს თავის მომხმარებელს შესთავაზა Ovi სერვისი, რომელშიც სხვადასხვა სერვისები შედის და Nokia –ს თითქმის ყველა მოდელს აქვს.
„Ovi სერვისი ფეხით მოსიარულეებს და მძღოლებს GPS ნავიგაციურ სისტემას აბსოლუტურად უფასოდ სთავაზობს.“ „Ovi აბსოლუტურად უფასო სერვისია და თუმცა მისი პიარ კამპანია ჯერ არ დასრულებულა, ჩვენ უკვე თამამად შეგვიძლია საქართველოში მის წარმატებაზე ვისაუბროთ,“ აცხადებს ასათიანი.
„თუკი ჩვენ მხედველობაში არ მივიღებთ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს ჩავარდნებს, შეიძლება ითქვას რომ ტელეკომუნიკაციურმა კომპანიებმა გაზარდეს R&D დეპარტამენტების დაფინანსება. თუ გასულ წლებში მხოლოდ რამდენიმე კომპანია ხარჯავდა შემოსავლის 10– 15 % –ს R&D – ზე, 2010 – 2012 წლებში ეს რიცხვი სტაბილური გახდება,“ ამბობს ასათიანი.
„ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს იმისათვის რომ შემცირდეს მობილური ტელეფონების მიერ ენერგიის მოხმარება. ცოტა ხნის წინ Nokia –ამ გამოაცხადა რომ ის მუშაობას იწყებს ისეთი ტელეფონის შექმნაზე რომელიც იმუშავებს ისე რომ მისი დატენვა საჭირო აღარ იქნება, უბრალოდ შეიძენთ ტელეფონს და ისარგებლებთ შეუზღუდავი თავისუფლებით, რადგან თქვენ აღარ დაგჭირდებათ მისი დატენვა, კარგად ჟღერს არა?“ ამბობს ასათიანი.
რაც შეეხება Sony Ericsson – ს მან გადაწყვიტა მხედველობაში მიეღო გარემო პრობლემები და აპირებს რომ თავის ტექნოლოგიებში გამოიყენოს ისეთი მასალები რომელთა გადამუშავებაც შესაძლებელი იქნება. ამერიკის ბაზარზე უკვე არსებობს ეკოლოგიურად სუფთა SE მოდელები. SE ასევე აერთიანებს Sony– ის ვიდეო სათამაშო კონსოლს: პლეისტეიშენი თავის მობილურ ტელეფონებთან ერთად,“ აცხადებს ასათიანი.
„ფაქტიურად, ახალ ტექნოლოგიებთან ადაპტირება იმ ადამიანებისათვის უფრო ადვილია რომელთაც ბავშვობიდან აქვთ საქმე ახალ ტექნოლოგიებთან, ვიდრე იმათთვის ვისაც მათთან ადაპტირება მოგვიანებით უწევს. ამასთანავე, ჩვენს ახალ თაობას, ისევე როგორც ამერიკელებსა და იაპონელებს, აქვთ თანაბარი შესაძლებლობანი და ყველა რესურსი რათა შეეგუონ და გამოიყენონ ახალი ტექნოლოგიები. არ არსებობს სტატისტიკა იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად ადვილად ან რთულად ეგუებიან ქართველები ახალ ტექნოლოგიებს.“ ამბობს ასათიანი.
ფასები ძალიან დიდ როლს თამაშობს როდესაც ახალი პროდუქტი შემოდის ბაზარზე, არსებობს ისევე როგორც პროდუქტის ფასები ასევე მომხმარებელზე მორგებული ფასები. მომხმარლისთვის შესაძლოა რთული აღმოჩნდეს შეეგუოს შეცვლილ ტექნოლოგიებს, თუმცა არსებობენ სიახლეების მოყვარულებიც საქართველოში, რომლებიც მოუთმენლად ელიან ახალ პროდუქციას.
ასათიანის აზრით ფასი დიდ როლს თამაშობს ახალ ტექნოლოგიებთან ადაპტირებისას.
„ მომხმარებელთა ძალიან ცოტა პროცენტი თუ აცნობიერებებს ახალი ტექნოლოგიების ყველა უპირატესობას და თუ ეს ტექნიკა არ იქნება ხელმისაწვდომი, და თუ სარეკლამო კამპანია არ იქნება ეფექტური, მოსახლეობის მცირე რაოდენობა შეიძენს მას,“ ამბობს ასათიანი.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|



