| Facebook – მა საქართველოში Odnoklasniki.ru – ს გაუსწრო |
|
24/03/2010 19:28 (682 დღე 14:59 minutes ago) | ||||||||||||
|
Amazon – ის შვილობოლი კომპანია Alexa –ს ინფორმაციით, რომელიც ვებ საიტების რეიტინგებს იკვლევს, Facebook – ი უკვე ნომერ პირველი სოციალური საიტია საქართველოში.
Facebook – მა გაუსწრო რუსულ სოციალურ საიტს Odnoklasniki.ru– ს და google.com – ს. ქართველ მომხმარებელთა რიცხვი დღითი დღე იზრდება. არაოფიციალური მონაცემებით მათმა რიცხვმა უკვე 120,000 – ს მიაღწია.
Facebook – ი ახალ ამბებს უფრო სწრაფად ავრცელებს ვიდრე სატელევიზიო არხები და გაზეთები. ტელე იმედის სკანდალურ ფილმზე ახალი ამბავი უფრო ადრე გაჩნდა Facebook – ზე, ვიდრე ტელევიზიასა და სხვა საიტებზე. თითქმის ყველა წამყვან პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრებო ორგანიზაციებს საქართველოში, ახლა უკვე საკუთარი გვერდები აქვთ Facebook – ზე.
ქართულმა კომპანიებმა Facebook– ის გამოყენება რამოდენიმე თვის წინ დაიწყეს. TBC ბანკმა ოფიციალური გვერდი 2010 წლის 1 მარტს შექმნა.
სულ რამოდენიმე თვის წინ odnoklasniki.ru – ს საქართველოში სოციალური საიტების 80 % ეკავა. Facebook პოპულარობა ძალიან მცირე დროში დაკარგა. ეს მოხდა მას შემდეგ რაც Facebook – ზე ბუმი ატყდა. თავის მხრივ, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ Odnoklasniki.ru – ს აკონტროლებს რუსული უშიშროების სამსახური.
Alexa –ს ინფორმაციით, odnoklasniki.ru – მ თავისი ზეგავლენა დაკარგა კავკასიის თითქმის ყველა რეგიონში. თუმცა პოპულარობას ინარჩუნებს რუსეთსა და უკრაინა ში, სადაც odnoklasniki.ru ნომერ მეორე საიტია vkontakte.ru – ს შემდეგ. თავის მხრივ, Odnoklasniki.ru – ს ნაკლებ პოპულარულობის მიუხედავად, საქართველოში რეკლამის დამკვეთნი არჩევანს ისევ ამ სოციალურ ქსელზე აკეთებენ.
საშუალოდ მომხმარებელს 130– ზე მეტი მეგობარი ჰყავს საიტზე.
Facebook – ზე 100 – ზე მეტი აქტიური მომხმარებელი შედის მობილური ტელეფონის საშუალებით. მომხმარებლები ვინც შედიან Facebook – ზე მობილური ტელეფონებით ორჯერ უფრო მეტად აქტიურები არიან საიტზე, ვიდრე ისინი ვინც მობილურს არ იყენებენ Facebook – ზე შესასვლელად. ამჟამად 200 – ზე მეტი ოპერატორი არსებობს 60 ქვეყანაში რათა ხელი შეუწყონ Facebook – ის მობილური პროდუქციის მოხმარების გაზრდას.
ყველაზე რეიტინგული ქართული საიტებია: forum.ge, myauto.ge, myvideo.ge და ზოგიერთი ტორენეტების ვებ საიტები.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|



