
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
The financial-ის გამოკვლევების მიხედვით Google საქართველოში ყველაზე
პოპულარული საძიებო სისტემაა.
100 გამოკითხული 18 იდან 40 წლამდე ასაკის ადამიანიდან ყველა აცხადებს, რომ ინფორმაციის მოსაძებნად სწორედ Google-ს იყენებს. ამ საძიებო სისტემამ უკან ჩამოიტოვა ყველა მსგავსი დანიშნულების სასმახური, როგორებიცაა პერსონა ლური კონტაქტები თუ 09/08 სატელეფონო მომასხურება.
Alexa.com-ის მიხედვით, რომელიც წარმოადგენს ამაზონის შვილობილ კომპანიას და ცნობილია ინტერნეტ საიტების კვლევით, მოხმარების კოეფიციენტით Google.com პირველ ადგილზეა საიტებს შორის. Google–მ საქართველოში გაუსწრო ისეთ საიტებს, როგორებიცაა Facebook.com და რუსული სოციალური ქსელი odnoklassniki.ru.
google.com- ის შემდეგ პოპულარულ საიტთა სიაშია არიან: Facebook.com, Youtube.com და Yahoo.com.
“პოპულარობის მიზეზი, რომლითაც სარგებლობს Google, არის ის, რომ მისი მონაცემთა ბაზა მდიდარია ვებ-გვერდების ჩანაწერებით, რასაც ვერ ვიტყვით ქართული საძიებო სისტემებზე, რომლებიც, როგორც წესი, წარმოადგენენ ლინკების კატალოგს.”. აცხადებს ვანო ცერცვაძე, GIPA-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერი.
“სხვა მსოფლიო საძიებო სისტემთან მიმართებაში Google-ს უპირატესობები ინოვაციური მიდგომებისა და სწორი მარკეტინგის შედეგია.
Google პირველი იყო, რომელმაც მომხმარებელს შესთავაზა სურათების მოძიების ეფექტური ხერხი. დღეისთვის იმ ნოვაციების ჩამოთვლა რასაც google სთავაზობს მომხმარებელს, საკმაოდ დიდია - ვებ-გვერდების თარგმანი, კალენდარისა და დოკუმენტების ატვირთვის, რედაქტირებისა და გაზიარების შესაძლებლობა, google-შია ინტეგრირებული ისეთი პოპულარული სისტემები, როგორიცა Youtube და blogger და მრავალი სხვა.”. აღნიშნა ცერცვაძემ.
გამოკითხულები აღნიშნავენ, რომ Google-ს იყენებენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ინფორმაციის მოძიებისათვის. თუმცა, მომხმარებელთა ნაწილი მსგავსი ინფორმაციის მისაღებად ყვითელ პრესას ან 09-ს მიმართავს.
გამოკითხულთა 60%-მა განაცხადა რომ Google-ს ბიზნეს პარტნიორების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად იყენებს. მხოლოდ 22% არაა მისი მომხმარებელი, ხოლო 18 % მხოლოდ ხანდახან მიმართავს Google-ს.
გამოკითხულთა მხოლოდ მცირე ნაწილი იყენებს google-ს პირადი ურთიერთობებისთვის. 40 % აცხადებს რომ google-ს კერძო პირების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად მიმართავს, როდესაც 30 %-ს აღნიშნული სისტემა ამ მიზნით არასოდეს გამოუყენებია.
“ინტერნეტის პოპულარობა და ინფორმაციის გავრცელების სისწრაფე მნიშვნელოვნად ამცირებს სხვა ინფორმაციული საშუალებების კონკურენტუნარიანობას.
დღისათვის ინტერნეტში არსებული ინფორმაცია გლობალურიდან უნივერსალურში გადადის - მასში გაერთიანებულია ინფორმაციის მიღების ყველა სახე ვიზუალური, ხმოვანი თუ ტექსტური საშუალებები, რასაც ემატება ინფორმაციის მყისიერი განთავსება. ამგვარად, თითქმის წამგებიანი გახდა ტექსტური თემატური კატალოგების დაბეჭდვა, რომლებშიც შეტანილია ინფორმაცია სხვადასხვა დაწესებულებისა და ფირმის საქმიანობის შესახებ. ბუნებრივია, რომ ამგვარი ბეჭდვითი მასალა ვერ გაუძლებს ინტერნეტთან კონკურენციას მხოლოდ იმის გამო რომ წიგნის სახით გამოცემული კატალოგის მომზადების დრო და ფინანსები ბევრად აჭარბებს ინტერნეტში განთავსებული ინფორმაციის ხარჯს. გარდა ამისა, ამგვარი ხასიათის ლიტერატურა საკმაოდ მოუქნელია ოპერატიულობის თვალსაზრისით, ვინაიდან თუნდაც ერთი ჩანაწერის ცვლილებას მთელი კატალოგის ხელახალი რეპრინტი სჭირდება.” განაცხადა ცერცვაძემ.
“შეიძლება ითქვას, რომ მსგავს სიტუაციაში მალე აღმოჩნდებიან 09 და მსგავსი საინფორმაციო საშუალებები (თუ უკვე არ აღმოჩნდნენ). თუ ისინი შემოიფარგლებიან მხოლოდ დაწესებულებებისა და ფირმების შესახებ ინფორმაციის გაცემით, ძალიან მალე მოიკლებს მათი მომხმარებლების რაოდენობა. ეს დამოკიდებულია მხოლოდ დროის ფაქტორზე - რაც უფრო მეტ ადამიანს ექნება ინტერნეტში ჩართულ კომპიუტერთან მუშაობის საშუალება, მით ნაკლები მომხმარებელი ეყოლება 09-ს. თბილისის მაგალითზე შეიძლება კიდეც ითქვას, რომ ძირითადი კლიენტურა კორპორატიული მომხმარებლის სახით 09-ს ალბათ უკვე ჩამოშორდა, რასაც გვაფიქრებინებს თბილისში არსებული დაწესებულებების ინტერნეტიზაციის მაღალი დონე”. აღნიშნა ცერცვაძემ.
09 ში ინტერნეტს საკუთარი მომსახურებისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად არ მიიჩნევენ.
“საშუალოდ 10000 მომხმარებელი იყენებს 09-ს ყოველდღიურად, უფრო მეტიც, 2000-2500 ადამიანი იყენებს კომპანიის უფასო მომსახურებებს” განაცხადა ინგა კურცხალიამ, ინფოჯორჯია XXI, 09-ს სერვისცენტრის გენერალურმა დირექტორმა.
კომპანიას 120 თანამშრომელი ყავს, რომლებიც მომხმარებელს 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან.
კურცხალიას განცხადებით ყველაზე მოთხოვნადი ინფორმაცია შეეხება ორგანიზაციების ადგილმდებარეობას, კომპანიათა მენეჯრეულ ჯგუფებს, ტელეფონის ნომრებს, ამინდის პროგნოზს, იურიდიულ სატელეფონო კონსულტაციას, ინფორმაციას საჯარო რეესტრის და სპორტის შესახებ.
უფასო მომსახურება მოიცავს ინფორმაციას თბილისის სამედიცინო პუნქტების შესახებ, სახანძრო სამსახურს (01), პატრულის მომსახურებას (022), სასწრაფო დახმარების მოსამხურებას (03), გაზის ბრეიქდაუნ მომსახურებას(04), საეკლესიო კალენდარს და IDP ცხელ ხაზს.
ტარიფები 09 ში მომსახურების მიხედვით იცვლება. კერძოდ ფიზიკური პირებისათვის ფასი შეადგენს 0.97 ლარს, ხოლო იურიდიული პირებისათვის (ორგანიზაციაებისთვის) 1,3 ლარს. კურცხალიას განცხადებით იურიდიული პირების მომსახურებისას ისინი სახელმწიფოს უხდიან გადასახადს, საიდანაც 20 % თავად მომხმარებელ კომპანიას უბრუნდება. იურიდიული კონსულტაციებისა და არასტანდარტული ინფორმაციის ფასი 1,5 ლარია.
08-ს 09-სთან შედარებით 2-ჯერ დაბალი ტარიფები აქვს. ფასები აქ შემდეგნაირია: კერძო პირებისათვის 0,5 ლარი, 0,6 ლარი ჯიესემ ოპერატორებისათვის, და 0,7 ლარი ორგანიზაციებისთვის. ინტერნეტის უპირატესობის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს მაღალი ფასები კომპანიების, მომსახურების, პროდუქტის, ივენთების, სასტუმროებისა თუ კურორტების შესახებ ინფორმაციაზე.
“არ დავეთანხმები იმ აზრს, რომ ფასები მაღალია. მხედველობაშია მისაღები ბაზრის მოთხოვნები და ჩვენი მიზნები სრულვყოთ საინფორმაციო ბაზა. ინფორმაციის მოპოვებისთვის საწიროა მაღალი დონის Iთ ტექნოლოგიები, რაც საკმაოდ მაღალ ფასებთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, “09” საკომუნიკაციო ოპერატორებს თითოეულ შემომავალ ზარზე 0,14 ლარს უხდის”. ამბობს კურცხალია
კომპანია ტელეოპერატორებს შემოსავლების 30 % უხდის.
“”ვცდილობთ მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურება შევთავაზოთ. ხარისხი და კომფორტი ყოველთვის ძვირად ფასობს. უფრო მეტიც, 09 არაა მონოპოლისტი საინფორმაციო ბაზარზე, არსებობს ბევრი ალტერნაიტული გზა ინფრომაციის მისაღებად და მომხმარებელს არჩევანის ფართო სპექტრი აქვს”. აღნიშნა კურცხალიამ.
09 და მსგავს საინფორმაციო სამსახურებს სერიოზული ფიქრი მოუწევთ იმაზე თუ როგორი სახის ინფორმაცია გამოიტანონ გასაყიდად, რათა წინასწარვე წაგებულნი არ აღმოჩნდნენ უძლიერეს კონკურენტთან ბრძოლაში. ყველაზე მართებული იქნება თუ 09 ფეხს აუწყობს ინტერნეტში არსებულ ტენდენციებს და ინფორმაციის გავრცელების ამ გლობალურ სამსახურს საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებს.” განაცხადა ცერცვაძემ.
Related Stories