მინერალური წყლის ექსპორტი 2011 წელს 57.9 პროცენტით გაიზარდა

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

პორტაბელური ნომრები საქართველოში

ავტორი ანა წიკლაური, ნეტგაზეთი

07/08/2010 11:34 (549 დღე 19:26 minutes ago)

2011 წლიდან მოქალაქეებს უკვე საქართველოშიც შეეძლებათ, მობილური ტელეფონის ნომრის შეცვლის გარეშე, სხვა ოპერატორის მომსახურებით ისარგებლონ.

ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში

 

თუკი მოქალაქე ბილაინი ს აბონენტია და სურს ისარგებლოს მაგთი ს ტარიფებით, ამისათვის საჭირო აღარ იქნება ნომრის და ოპერატორის შეცვლა. ყოველგვარი გადასახადის გარეშე, მოქალაქეს, განცხადების საფუძველზე, 24 საათის განმავლობაში ავტომატურად ჩაერთვება სხვა ოპერატორის სერვისები, ისე, რომ ძველი ნომერი შეუნარჩუნდება.

 საქართველოს პარლამენტის დავალებით და კანონმდებლობის გათვალისწინებით, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ივნისში ,,პორტაბელური ნომრების სისტემის შესახებ” დადგენილება მიიღო.

 საქართველოს კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ განმარტავს, რომ აბონენტს (მომხმარებელს) აქვს არჩევანის შესაძლებლობა, შეინარჩუნოს იგივე სააბონენტო ნომერი და მიიღოს სხვა საკომუნიკაციო ქსელის მომსახურება.

 პორტაბელური ნომრების სისტემაში მობილური ოპერატორები 2011 წლის თებერვლიდან გაერთიანდებიან, ხოლო ლოკალური ქსელები ამავე წლის ოქტომბრიდან.

 ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებს  და ლოკალურ ქსელებს უფლება არ ექნებათ, შეზღუდონ მომხმარებელი -შეცვალოს ოპერატორი.

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომუნიკაციის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი კახი ყურაშვილი მიიჩნევს, რომ პორტაბელური ნომრების სისტემის შემოღებას ორი პლუსი აქვს – მომხმარებელს გაცილებით თავისუფალი არჩევანი ექნება და საკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენცია გაიზრდება. გაზრდილი კონკურენციის პირობებში კავშირგაბმულობის კომპანიებს მოუწევთ ტარიფების შემცირება, რაც საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება.

 ,, საკმარისია, ერთმა ოპერატორმა ბაზარზე ფასები დაწიოს, ავტომატურად ადეკვატური იქნება კონკურენტების პასუხი იმავე ბაზარზე”. - ამბობს ყურაშვილი.

 როგორც ყურაშვილი ამბობს, მსგავსი პრაქტიკა უკვე დიდი ხანია არსებობს ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, აშშ-ში, ჩინეთში, ინდოეთში.

 აღნიშნული დადგენილება ,,პორტაბელური ნომრების სიტემის” შესახებ ძალაში 2011 წლიდან შევა.

 

 netgazeti.ge

 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
IFC ბანკ კონსტანტასთან ითანამშრომლებს მცირე ბიზნესის დაკრედიტების გაზრდის მიზნით

02/02/2012 16:29 (5 დღე 14:31 minutes ago)

business.jpg

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC),  მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, ხელს შეუწყობს ბანკ კონსტანტას გააფართოვოს მცირე და საშუალო ბიზნესი ს ფინანსური მომსახურება, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group