მინერალური წყლის ექსპორტი 2011 წელს 57.9 პროცენტით გაიზარდა

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

მოსალოდნელი ცენზურა ბლექბერი მესინჯერს

16/08/2010 17:00 (540 დღე 14:29 minutes ago)

მიუხედავად მათი სწრაფვისა მაღალი შენობების და ტექნოლოგიური  ინოვაციების   მიმართ,  ზოგიერთი სახის ტექნოლოგიური სიახლის გამოყენება არაბულ სამყაროს აშფოთებს.

ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში

 

საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები  აცხადებენ, რომ კანადური კომპანია “ რისერჩ  ინ მოუშენი”, რომელიც ბლექბერის მოდელის  მობილურ ტელეფონებს აწარმოებს,  საშუალებას აძლევს ტერორისტებს, დაფიქსირების შიშის გარეშე იურთიერთონ.

ბენ ვუდი უკაბელო ტექნოლოგიების კომპანიიდან ამბობს, რომ იმ კომპანიისთვის, რომელიც საკუთარ თავს რეკლამირებას სწორედ უსაფრთხო მესინჯერის მეშვეობით უწევს, ეს სახარბიელო სიტუაცია არ არის.

“უსაფრთხოება ბლექბერის ტიპის მობილური ტელეფონის ნიშანია და მან უნდა უზრუნველყოს მისი არსებობა. მაგრამ მეორეს მხრივ, ისიც არ შეუძლიათ, რომ მთავრობის მოთხოვნას, რეგულაციების შესახებ უხეში უარი უთხრან.”-აცხადებს ვუდი.

ინდოეთი და ინდონეზია იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნებიან, რომლებიც თვლიან, რომ ბლექბერი მესინჯერი ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება. ამერიკელი კანონმდებლები ამბობენ, რომ ქვეყნების მოთხოვნები ლეგიტიმურია, თუმცა ციფრული უფლებების დამცველი ადვოკატები ავტორიტარული რეჟიმების ქვეყნებში  ამ სიტუაციის ბოროტად გამოყენებაზე შიშობე.

ლესლი ჰარისი, ერთ-ერთ მათგანია.  ის ვაშინგტონის დემოკრატიისა და ტექნოლოგიების ცენტრში მუშაობს.

“არაბეთის გაერთიანებული საემიროები  ხალხი ბლექბერი მესინჯერს შეკრებების მოსაწყობად იყენებდა, ყველაფერი აქედან დაიწყო,  აქ პოლიტიკურ  აქტივობაზე იყო საუბარი და არა იმაზე, რასაც შეეძლო ეროვნული უსაფრთხოებისთვის პრობლემის შექმნა.”-ამბობს ჰარისი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებები საუდის არაბეთსა და ბლექბერის მწარმოებელ კანადურ კომპანიას შორის პროგრესით მიმდინარეობს, თუმცა არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა   კომპანია “რისერჩ ინ მოუშენს” დრო ოქტომბრამდე მისცა.

ჰარისი თვლის, რომ ამ სიტუაციაში უბრალო მომხმარებლის უფლებები ილახება და მას ყოველ წუთს იმის შიში უნდა ჰქონდეს, რომ  მის მიმოწერას აკონტროლებენ.

“ეს მხოლოდ მთავრობის კონტროლს არ ნიშნავს, ეს უკვე კანონის ფარგლებში კონტროლია,  თუ შენ განქორწინების პროცესში ხარ,  ან ბავშვისთვის იბრძვი სასამართლოში, შესაძლოა შენს  მომიწერას საპირისპირო მხარე კითხულობს.”-ამბობს ჰარისი.

მისი თქმით,  განხილვები ბლექბერის ირგვლივ საჭიროა, ეს ხალხისთვის ნათელს ხდის,  რომ ბევრჯერ  დაფიქრებაა საჭირო იმაზე, გახდეს თუ არა  პირადი ინფორმაცია საჯარო.

“საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ შენ  ელექტრონულ რეჟიმში უფრო მეტ ინფორმაციას ათავსებ და  კომპანია მათ აგროვებს და ყიდის.  იქმნება  ერთი დიდი პორტფოლიო, სადაც ასახულია თუ ვინ ხარ,  რას საქმიანობ.  შემდეგ მთავრობას, კანონის ფარგლებში, მისი ნახვა შეუძლია.”-აცხადებს ადვოკატი.

ვაშინგტონში  მდებარე  დემოკრატიისა და ტექნოლოგიების ცენტრი  მთავრობის მიერ მობილური ტელეფონების მოსმენის აკრძალვის იდეას ლობირებს,  უკიდურეს შემთხვევაში მას სურს დაამტკიცოს რომ კონკრეტულად ბლექბერი მესინჯერი  ქვეყნის ეროვნული უშიშროებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.  ცენტრში ასევე თვლიან, რომ კანადური კომპანია  “რისერჩ ინ მოუშენის” მოლაპარაკებები მთავრობასთან გამჭვირვალე უნდა იყოს, რათა  მომხმარებელი სედეგების საქმის კურსში იყოს.

 

სტატია მომზადებულია ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა ამერიკის ხმის ვებ გვერდზე.

 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
IFC ბანკ კონსტანტასთან ითანამშრომლებს მცირე ბიზნესის დაკრედიტების გაზრდის მიზნით

02/02/2012 16:29 (5 დღე 15:00 minutes ago)

business.jpg

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC),  მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, ხელს შეუწყობს ბანკ კონსტანტას გააფართოვოს მცირე და საშუალო ბიზნესი ს ფინანსური მომსახურება, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group