|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
საქართველოში ხუთ პოპულარულ გაცნობის ინტერნეტ სერვისს 287, 000
მომხმარებელი ჰყავს, მათგან 30, 000 აქტიური წევრია.
გარდა ინტერნეტით გაცნობისა, არსებობს მობილურით გაცნობის სერვისიც, ეგრეთწოდებული WAP, რომელსაც თითქმის იგივე რაოდენობის მომხმარებელი ჰყავს ქვეყნის მასშტაბით. სერვისი ჩართულია GPRS - ში. გაცნობის სერვისის ორივე ტიპი მომხმარებელს ინტერაქტიული საშუალებების ფართო სპექტრს სთავაზობს, მათ შორის ჩათი, პირადი მესიჯების გაგზავნა, ფოტოების გაცვლა, საჩუქრების გაგზავნა, ფორუმზე აქტიურობა და ა.შ.
საქართველოში პირველი ასეთი სერვისის, Face. ge – ის სტატისტიკის თანახმად, საიტს 106, 144 მომხმარებელი ჰყავს, ხოლო მათგან 10, 000 ვიზიტორი დღეში სულ მცირე 1 საათს ატარებს ვებ საიტზე. საიტზე 76,571 მომხმარებელი 18– 40 წლამდეა. ვებსაიტი უნიკალურია, რადგან მასზე 6, 000 ისეთი მომხმარებელია დარეგისტრირებული რომელბიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ: ათენში, კიევში, თურქეთში და სხვა ქვეყნებში.
საიტზე რეკლამის განთავსების ღირებულება საკმაოდ მაღალია. მთავარ გვერდზე რეკლამის განთავსება ერთი თვის განმავლობაში 350– 500 ლარამდე ღირს. როგორც საიტის ადმინისტრატორი მირზა სართანია ამბობს, ვებსაიტის გამოყენება გამოკითხვის ჩასატარებლად, საიტის მომხმარებლისა და სხვა კომპანიებისთვის შეტყობინებების გაგზავნის მიზნითაც შეიძლება.
კიდევ ერთი პოპულარული საიტია Gacnoba. org, რომელსაც საქართველოში მცხოვრები 20,000 მომხმარებელი ჰყავს.
როგორც საიტის ადმინისტრატორი ამბობს, გაცნობის სერვისი ისეთი პოპულარული იყო გაზეთებსა და ინტერნეტში, რომ მათ გადაწყვიტეს შეექმნათ საიტი, რომელიც საშუალებას მისცემდა ხალხს ერთმანეთს შეხვედროდა.
„ ვებსაიტი Gaсnoba. org (თავდაპირველად Gacnoba.us) შეიქმნა 2008 წლის მაისში და 2009 წლამდე 60. 000 მომხმარებელი მოიზიდა. იმ დროს ჩვენ მიზნად ვისახავდით ისეთი სერვისი შეგვეთავაზებინა მომხმარებლისათვის, რომელიც მათ საშუალებას მისცემდა, ინტერნეტის საშუალებით დაკავშირებოდნენ ერთმანეთს, გასაუბრებოდნენ, გაწევრიანებულიყვნენ ფორუმებზე და რა თქმა უნდა ერთმანეთი შეყვარებოდათ. ჩვენ შემდეგ გარკვეული პრობლემა შეგვექმნა თავდაპირველი დომეინის შენარჩუნების მხრივ და ამიტომ გადავედით Gacnoba. org –ზე, რომელსაც ამჯამად 19, 551 (ძირითადად 18 – 22 წლამდე ასაკის ადამიანი) მომხმარებელი ჰყავს, მათი უმრავლესობა ღამის საათებშია აქტიური.
„ ჩვენი პირველი მცდელობა იყო შეგვექმნა მობილური გაცნობის სერვისი, რომელიც ისევ პოპულარულია ჩვენს მომხმარებელს შორის. ეს იყო პირველი მობილური გაცნობის სერვისი საქართველოში, Face. ge – ის შემდეგ,” ამბობს საიტის ადმინისტრატორი ლაშა ჩიხლაძე.
„ მე უამრავი ამბავი მაქვს მოსმენილი იმ მომხმარებელთა შესახებ, რომლებიც მას შემდეგ დაქორწინდნენ, რაც საიტზე გაიცნეს და შეხვდნენ ერთმანეთს. ერთი თვის წინ რუსთაველმა წყვილმა იქორწინეს. 18 და 21 წლის მარი და ლევანი, თუ არ ვცდები. ისინი საიტზე დაახლოებით ორი წლის წინ დარეგისტრირდნენ და მას შემდეგ აქტიურობდნენ, საუბრობდნენ, ერთმანეთს სურათებს უგზავნიდნენ. შემდეგ მათი ურთიერთობა სერიოზული გახდა და ახლა ისინი შესანიშნავი ახალგაზრდა წყვილია. მას შემდეგ რაც დაქორწინდნენ ჩვენს საიტს აღარ იყენებენ,“ თქვა ჩიხლაძემ FINANCIAL – თან საუბრისას.
Gaсnoba. org – ის შემოსავლის 90 % რეკლამებიდან არის ( 0. 04 ცენტი ერთი დაკლიკება)ამჟამად, 1, 091 საიტს აქვს სარეკლამო ბანერი ჩვენთან განთავსებული. საიტზე უფრო მეტი რუსული რეკლამებია, ვიდრე ქართული.
გარდა ამისა, მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ ერთმანეთს ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნონ, ერთმანეთის ვირტულურ ანგარიშზე თანხა დარიცხონ,“ თქვა ჩიხლაძემ.
FINANCIAL - მა ასევე გამოარკვია თუ როგორ მუშაობს გაცნობის სერვისები მსოფლიო ში. ჯულია გრიზუნოვა, რომელიც ახლა Mamba - ს კორპორატიულ ოფისს მართავს, 12, 221, 160 მომხმარებელი ჰყავს მსოფლიო ს მასშტაბით, მათ შორის ასეულობით ქართველი წევრია.
„ Mamba 2002 წელს შეიქმნა და 2004 წელს უკვე 1, 000. 000 – ზე მეტი აქტიური მომხმარებლი ჰყავდა, ისინი დღეში 5– 6 საათს ატარებდნენ საიტზე. ჩვენ სპეციალური სერვისი გვაქს, სადაც ხალხს შეუძლია დაწერონ თავიანთი წარმატებული პაემნების, ქორწილების შესახებ. ჩვენ ყოველდღიურად 100 – ზე მეტ მესიჯს გვწერენ, გვიგზავნიან ქორწილის ფოტოებს. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩვენ საქმიანობას ბედნიერება მოაქვს ადამიანებისათვის და ეხმარება მათ ერთმანეთის პოვნაში.”
გასულ წელს Mamba – ს ბრუნვამ 25 მილიონი დოლარი შეადგინა. შემოსავლების სტრუქტურა მოცემულია ქვემოთ:
68% - SMS გადახდები
22% - გადახდის ალტერნატიული გზები
8% - რეკლამა
2% - სხვა
„უამრავი გაცნობის საიტი არსებობს, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ ჩვენს მომხმარებელს საინტერესო და ხარისხიანი სერვისი შევთავაზოთ, რომელსაც სხვა საიტზე ვერ ნახავთ.
არც ისე დიდი ხნის წინ, ( დაახლოებით 4 თვის წინ) ქალი და მამაკაცი მონაწილეობდა პროექტში „ ბედნიერი წყვილი, რომელიც Mamba - ზე შეხვდა ერთმანეთს". კაცი 65 წლის იყო, ხოლო ქალი 59 – ის. ეს მართლაც შესანიშნავი ისტორიაა. Mamba - ზე დარეგისტრირებული მომხმარებლების საშუალო ასაკი 26 – 27 წლამდეა,“ ამბობს ჯულია გრიზუნოვა.
მსოფლიო ში ონლაინ გაცნობის ინდუსტრია 4 მილიარდი აშშ დოლარი ღირს (2010 * datingsitesreviews.com) და დაახლოებით 17 % იმ წყვილებისა, რომლებიც დაქორწინდნენ, გაცნობის საიტზე შეხვდნენ ერთმანეთს.
Related Stories