საქართველოს IT ბაზარზე "ღრუბლოვანი" მომსახურება დაინერგა, იუწყება ინტერპრესნიუსი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
სიახლესთან დაკავშირებით შპს "სოფთლაინ საქართველო" ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"შპს "სოფთლაინ საქართველო" სახელმწიფოს მაშტაბით ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაზარზე, რომელსაც აღნიშნულ სფეროში ბევრი პარტნიორი გააჩნია, როგორც ყოფილი დსთ -ს ქვეყნებში, ასევე ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში.
პროვაიდერი "აქტივქლაუდი" წარმოადგენს ბელორუსიის სახელმწიფოში Iთ ბიზნესი ს წამყვან კომპანიას, რომელთანაც "სოფთლაინ საქართველოს" ახლო პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებს.
საქართველოში IT სფეროს გაძლიერების და მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი არჩევანის მიცემის მიზნით, ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს IT ბაზარზე დაინერგა "ღრუბლოვანი" მომსახურება, რომლის ბაზარზე გამოტანითა და ვებ-ჰოსტინგის მომსახურებების შეთავაზებით, კომპანია ქვეყნის Iთ ბაზრის პოტენციალის რეალიზებას შეუწყობს ხელს.
"შეუძლებელია IT-ბიზნესში ინოვაციის გარეშე მუშაობა. "სოფთლაინ საქართველოს" და "აქტივქლაუდს" კლიენტებთან არასტანდარტული, ევროპული მიდგომა აქვს. აღნიშნული პროდუქციის შემოტანა საქართველოში Iთ-ბაზარს განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის, ხოლო ჩვენს კლიენტებს - საკუთარი კომპანიისა და IT-ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციის საკითხების გვერდიდან შეფასების საშუალებას მისცემს", – აღნიშნავს რევაზ ურუშაძე, შპს "სოფთლაინ საქართველოს" ხელმძღვანელი.
კომპანია მომხმარებელს ასევე სთავაზობს CloudServer-ს – სრულიად ახალ და უნიკალურ მომსახურებას საქართველოში. "აქტივქლაუდის" მომსახურებები კომპანია "პარალელსის" (Parallels) "ღრუბლოვანი" პლატფორმის ბაზაზეა აგებული. "აქტივის" მიდგომის მთავარ მახასიათებელს წარმოადგენს მომსახურებათა შეკვეთის სრული ავტომატიზაცია და მათი აქტივაცია 5 წუთის ფარგლებში, ტექნიკური მხარდაჭერა 24/7 რეჟიმში და ორიენტირება არასტანდარტულ და რესურსების ინტენსიური მოხმარების პროექტებზე, რომლებიც გამოთვლილი სიმძლავრეების მომატებულ წარმოებლობას და საიმედოობას მოითხოვენ.
"აქტივქლაუდის" "ღრუბლოვანი" სერვისის საშუალებით, "სოფთლაინ საქართველოს" შეუძლია მომხარებლებისთვის ისეთი ინოვაციური გადაწყვეტილებების შეთავაზება, როგორიცაა: DaaS - ტექნოლოგია კომპანიის თანამშრომელთათვის "ღრუბელის" სამუშაო გარემოს მიწოდებისთვის, IaaS- გამოთვლილი სიმძლავრეების იჯარა "ღრუბელში" სამუშაოდ და SaaS - ბიზნესი სთვის პროგრამული უზრუნველყოფის დაქირავება.
კომპანია ერთობლივი პროექტის, Hivext Cloud Platform-ის რეალიზაციის შედეგად უზრუნველჰყოფს ვებ-საიტების, დანართებისა და ვიდჯეთების შემუშავებასა და ჰოსტინგს. საბოლოო მომხმარებლისთვის შემუშავებულია: მომსახურება საიტის კონსტრუქტორი (SiteBuilder), რომელიც მცირე საიტების შემუშავების საშუალებას იძლევა პროგრამირების ენის ცოდნის გარეშე, ასევე, საფოსტო გადაწყვეტილებები, დაცვის მომატებული დონით და მომხმარებლის კომპიუტერებიდან back-up ინფორმაციის შენახვის საშუალება.
"სოფთლაინ საქართველო" და "აქტივქლაუდი" განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მომსახურებებს, მომხმარებელს სთავაზობს ფოსტის სპამისა და ვირუსებისგან დაცვას, SSL სერთიფიკატების გამოყენების საშუალებას.
კომპანია "სოფთლაინ საქართველო" მომხმარებელს ასევე სთავაზობს საიტების ჰოსტინგის თანმხლებ მომსახურებებს: დომენების რეგისტრაცია (40-ზე მეტი ზონა, ეროვნული დომენური ზონის ჩათვლით), მონაცემთა რეზერვული კოპირება და შენახვა.
"სოფთლაინ საქართველოს" წარმომადგენლობა დარწმუნებულია, რომ "აქტივქლაუდის" მომსახურება დინამიურად განვითარდება ქვეყანაში და ოფიციალურად გამოჩენიდან უმოკლეს ვადებში დაიმკვირდებს ადგილს უახლესი ტექნოლოგიების ბაზარზე", _ ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელბულ პრეს-რელიზში.
Related Stories