საქართველოში ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი ბილაინმა ,
მზის ენერგიაზე მომუშავე ელემენტი გამოიყენა საბაზო სადგურის
ასამუშავებლად.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
მზის ენერგიაზე მომუშავე საბაზო სადგურები ბილაინმა ნოსტესა და სიონის ტერიტორიაზე დაამონტაჟა.
პირველი მზის ენერგიაზე მომუშავე საბაზო სადგური ბილაინმა 2010 წელს მცხეთა-თიანეთის რაიონში, თბილისი-გუდაურის ავტომაგისტრალთან ახლოს განათავსა, რომლის შედეგადაც გარკვეულწილად შემცირდა ის ზიანი, რომელიც დედამიწას შეიძლება საწვავის გამოყენების შედეგად მიადგეს.
მზის ელემენტი , ენერგიას მზის სხივით იღებს და შესაბამისად მისი ექსპლუატაციაში მიღებით , გარემოს დაბინძურება არ ხდება.
” იმ ეპოქაში, როდესაც მუდმივად ხდება ალტერნატიული ენერგო წყაროების ძიების და გარემოს დაბინძურების პრევენცია, ბილაინმა გადაწყვიტა მზის ენერგიის გამოყენება, თავისის საქმიანობისათვის. იმედი გვაქვს , რომ ამ გონივრულ გადაწყვეტილებას გაგრძელება ექნება და ჩვენი კომპანია კვლავ გამოიყენებს მზის ენერგიის გარემოს საკეთილდღეოდ.” განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ანდრეი პიატახინმა.
Related Stories