მიხეილ სააკაშვილი: "საქართველო ნატო-ს იდეების ერთგულია"


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

სილქნეტის საზაფხულო შეთავაზება – უფასო ვიდეოთეკა სილქტივის მომხმარებლებს

15/06/2011 12:25 (342 დღე 19:09 minutes ago)

კომპანია სილქნეტი მომხარებელს უფასო ვიდეოთეკას სთავაზობს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში


საქართველოს ტერიტორიაზე უკლებლივ ყველა მოქმედ საკაბელო ტელევიზიას სუპერტივის საჩივრის საფუძველზე აეკრძალა ენტევეს არხების რეტრანსლირება, მათ შორის სილქნეტიც იძულებულია საკუთარ მომხარებელს შეუჩეროს ამ საკმაოდ რეიტინგულ არხებთან წვდომა. სილქნეტში აცხადებენ, რომ ენტევეს არხების რეტრანსლირებას სუპერტივიც ვეღარ განახორციელებს.

სილქნეტის განცხადებით, შექმნილი გარემოებიდან გამომდინარე კომპანია სილქნეტის მენეჯმენტი იღებს გადაწყვეტილებას სილქტვ-ის მომხარებელს შესთავაზოს ქართული ბაზრისათვის ახალი, უპრეცედენტო სერვისი “ვიდეოთეკა”, სადაც შესულია 400-მდე ქართული და უცხოური სხვადასხვა თემატიკის მხატვრული ფილმები, მომავალში დაგეგმილია ყველაზე რეიტინგული სერიალების, ანიმაციების, დოკუმენტური ფილმების ფართო სპექტრის დამატებაც და ეს ყველაფერი ამ ეტაპზე აბსოლიტურად უფასოდ არის შესაძლებელი, ამასთან ვიდეოთეკა განახლებადია და მისი მოცულობა ეტაპობრივად გაიზრდება, მიმდინარეობს მოლაპარაკებები კინოსტუდიებთან და კინოგამქირავებლებთან.

"ეს საკმაოდ არაკომერციული ნაბიჯი კომპანია სილქნეტმა თავისი მომხარებლის სასარგებლოდ გადადგა და ამით კიდევ დამატებითი კომფორტი შეუქმნა სილქტვ-ის მაყურებელს. ამ ეტაპზე შესაძლებელია სილქტივის მომხარებელმა სრულიად
უფასოდ ნახოს ფილები ვიდეოთეკიდან. ნებისმიერ დრო, ვიდეოთეკა დაყოფილია თემატურად და გააჩნია გადახვევისა და დაპაუზების ფუნქციები, მომავალში დაგეგმილი ყველაზე რეიტინგული სერიალების, ანიმაციების, დოკუმენტური ფილმების ფართო სპექტრის დამატებაც.”  - აღნიშნავენ “სილქნეტში”.

შეგახსენებთ, რომ სილ-ტივის სერვისი ინტერაქტიული ტელევიზიაა, რომელიც გადახვევის, დაპაუზების და გასული გადაცემების სასურველ დროს ნახვის საშუალებას იძლევა. დღეის მონაცემებით, თბილისსა და ბათუმში 14 000 მომხარებელი სარგებლობს სერვისით, ტელევიზია მიეწოდება, როგორც ოპტიკური ტექნოლოგიით, ისე DSL-ქსელით.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group