ავღანეთის უსაფრთხოების დაფინანსებაში წვლილს საქართველოც შეიტანს


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

"მაგთიკომსა" და "ჯეოსელს" შორის დავაა

15/06/2011 17:52 (342 დღე 13:43 minutes ago)

ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებს, " მაგთი კომსა" და "ჯეოსელს" შორის დავაა, იუწყება ინტერპრესნიუსი.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

" მაგთი კომის" ინფორმაციით, კომპანიამ გაიმარჯვა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც "ცხელი ხაზის"" მომსახურებას ეხებოდა.


~ცხელი ხაზის" მომსახურებაში ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ის, რომ აბონენტებისთვის ამ ნომრებზე დარეკვა, საქართველოში არსებული ნებისმიერი ოპერატორიდან უფასო უნდა ყოფილიყო. " მაგთი კომმა" 22-ვე ავტორიზებულ პირს საქართველოში გაუგზავნა მოთხოვნა, რომ კომპანიებს აღნიშნულ ნომრებზე დარეკვის საფასურს თავად აუნაზღაურებდა. 22-დან მხოლოდ კომპანია "ჯეოსელმა" არ დააკმაყოფილა " მაგთი კომის" მოთხოვნა, რის გამოც ჩვენი აზრით ამ პროექტის განხორციელებას განზრახ შეუქმნა პრობლემა~, - აცხადებენ ~ მაგთი კომში~.


კომპანიაში მიიჩნევენ, რომ " ჯეოსელი " უსუსური არგუმენტებით ცდილობს გაამართლოს საკუთარი ქმედება. ~მიგვაჩნია, რომ ~ ჯეოსელი ს" გადაწყვეტილება არღვევს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში არსებულ კანონმდებლობას და ზიანს აყენებს როგორც კომპანიის, ასევე, მომხმარებელთა ინტერესებს. ამის თაობაზე ჩვენ უკვე მივმართეთ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და იმედს ვიტოვებთ, რომ კომისია დაავალდებულებს ~ჯეოსელს", დააკმაყოფილოს ჩვენი კანონიერი მოთხოვნა~, - აღნიშნავენ კომპანია " მაგთი კომში~.


კომპანიაში განმარტავენ, რომ " ჯეოსელი ს~ ქმედებით არსებობს საფრთხე, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, ~ მაგთი კომი" შეყვანილი იქნას სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში, რაც გულისხმობს, რომ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ~ მაგთი კომი" მონაწილეობას ვერ მიიღებს.


~ეს ფაქტი კი ~ჯეოსელს" საშუალებას აძლევს ჩამოიშოროს კონკურენტი კომპანია, რაც თავის მხრივ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ბაზარზე ქმნის არაკონკურენტუანარიანი გარემოს ჩამოყალიბების რეალურ საფრხეს. არაკონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება ეწინააღმდეგება მომხმარებელთა ინტერესებს, მათ შორის იმ სახელმწიფო ორგანიზაციების ინტერესებს, რომლებიც ~სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად მობილური საკომუნიკაციო მომსახურების შეძენისთვის ტენდერებს აცხადებენ~, - აცხადებენ " მაგთი კომში~.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group