ჰილარი კლინტონი:"საქართველოსთვის არჩევნები შესაძლებლობაა აჩვენოს,რომ ნატო-ს ღირებულებების ერთგულია"


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

მომხმარებელი Blackberry–ს მიმართ ინტერესს კარგავს

17/06/2011 17:29 (340 დღე 14:07 minutes ago)

Blackberry -ს ტელეფონების მწარმოებელმა კომპანია Research in Motion (RIM)-მა მთელი წლის მოგების მაჩვენებლების შეჯამების შემდეგ, არცთუ სახარბიელო პროგნოზები გამოაქვეყნა, იუწყება რადიო კომერსანტი.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

პირველ 3 თვეში  კომპანიის სუფთა მოგებამ 695 მილიონი ევრო შეადგინა, როცა წინა წლის იგივე პერიოდის მოგების მაჩვენებელი 769 მილიონი ევრო იყო. ეს უკვე გამაფრთხილებელი სიგნალია, რომ Blackberry–ს ტელეფონების რეალიზაციიდან მიღებული მოგება მომავალ თვეებში უფრო დაეცემა.

ამის გამო Research in Motion–ი იძულებული გახდა ხარჯების შეკვეცის პროგრამა შეემუშავებინა, რაც კადრების შემცირებასაც გულისხმობდა.
აღნიშნულ პროდუქტზე მოთხოვნის შემცირება აგვისტოსთვის გათვალისწინებული ახალი პროდუქციის შექმნას აყოვნებს, ამიტომ კომპანია მეორე კვარტალში უფრო ნაკლებ პერსპექტივას ელის.

კომპანიის აქციების ფასები მკვეთრად დაეცა. Blackberry–ს ტელეფონები მაღაზიის დახლებზე უფრო და უფრო მცირე ადგილს იკავებს.

ადამიანებს კი, ლოდინი არ უყვართ და კომპანია კარგად აცნობიერებს, რომ რაიმე კონკრეტული ზომები თუ არ მიიღო, მომხმარებელი სხვა პლატფორმებზე გადაინაცვლებს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group