| iPhone–ით ღონისძიებების პირდაპირ ეთერში გაშვება შეუძლებელი იქნება |
|
18/06/2011 13:20 (339 დღე 18:16 minutes ago) | ||||||||||||
|
კორპორაცია Apple–ი iPhone-ის სმართფონებისთვის ახალი ტექნოლოგიის დაპატენტებას აპირებს, რაც ფანატებს საშუალებას აღარ მისცემს, კლუბებსა თუ სტადიონებზე სპორტული ღონისძიებებისა და კონცერტების პირდაპირი ტრანსლაცია კამერით გადაიღონ, იტყობინება რადიო კომერსანტი.
როცა ადამიანი ცოცხალი შესრულების მობილური ტელეფონით გადაღებას ცდილობს, ახალი სისტემა მაშინვე აქტიურდება და კამერას ავტომატურად თიშავს. სცენის მიმართულებით დამიზნებული კამერა დარბაზში დამონტაჟებული ინფრაწითელ სენსორების ყურადღების ცენტრში ექცევა, აიფონს მაშინვე სიგნალს გადასცემს და კამერის გათიშვის ბრძანებას აძლევს. მაგრამ ამავდროულად, ტელეფონში ზარებისა და შეტყობინებების სისტემა მუშაობას ძველებურად აგრძელებს.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|

