"სილქნეტსა" და "ახალ ქსელებს" შორის არსებული 5 წლიანი დავა მორიგებით დასრულდა, იტყობინება ინტერპრესნიუსი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მხარეებმა მორიგების აქტი წარადგინეს.
დავა "ახალ ქსელებსა" და "საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას" ("სილქნეტი") შორის 2006 წელს დაიწყო. მას შემდეგ, ~საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ" სახელწოდება ორჯერ შეიცვალა, ჯერ ~გაერთიანებული ტელეკომი" დაერქვა, დღეს კი ბაზარზე კომპანია "სილქნეტის" სახელით ოპერირებს.
ამ წლების მანძილზე არ შეცვლილა დავის საგანი, საუბარია ~ახალი ქსელების" სპილენძის სატელეფონო კაბელზე, რომელიც ~სილქნეტის" საკანალიზაციო არხში არის ჩადებული. ~ახალი ქსელები" ხუთი წლის განმავლობაში აღნიშნული კაბელის დემონტაჟს (საკანალიზაციო არხიდან ამოღებას) ითხოვდა.
მორიგების თერთმეტ პუნქტიან დოკუმენტს ხელს "ახალი ქსელების" და "სილქნეტის" გენერალური დირექტორები, ავთანდილ იაშვილი და გიორგი ღუღუნიშვილი აწერენ.
დოკუმენტში მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული მხარეთა უფლებები და მოვალეობები. "სილქნეტი" იღებს ვალდებულებას "ახალ ქსელებს" მისცეს საშუალება მისი კუთვნილი საკაბელო მეურნეობის დემონტაჟის, მეორე მხრივ, "ახალი ქსელები" ამ პროცედურასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს საკუთარ თავზე იღებს. მხარეები ასევე თანხმდებიან, რომ სამომავლოდ ამ საკითხთან დაკავშირებით დავას აღარ აწარმოებენ. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია კი მორიგების აქტით განსაზღვრული პირობების შესრულებას გაუწევს კონტროლს.
Related Stories