
ფიჭური კავშირგაბმულობის ქართულ ბაზარზე სკანდალი გორდება. რადიო კომერსანტის ცნობით, “ მაგთი კომი”
“ჯეოსელს” კომუნიკაციების კომისიაში უჩივის. საქმე უკვე გახმაურებულ ამბავს
ეხება.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
“ მაგთი მ” თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, რომელიც ცხელი ხაზის მომსახურებას ითვალისწინებს.
“ცხელ ხაზზე” დარეკვა საქართველოში არსებული ყველა ოპერატორის აბონენტს უფასოდ უნდა შეეძლოს. თუმცა, “ჯეოსელმა” ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე “ მაგთი კომს” უარი ტექნიკური მიზეზების გამო უთხრა. შედეგად “ მაგთი მ” სატენდერო პირობები ვერ შეასრულა და შესაძლოა სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა ერთი წლით აეკრძალოს. ამჟამად მის საქმეს შესყიდვების სააგენტო იხილავს. “ მაგთი კომი” მიიჩნევს, რომ “ ჯეოსელი ” ბაზარზე არაკონკურენტული გარემოს შექმნას ცდილობს, ამით კი მხოლოდ მომხმარებელი დაზარალდება. “ მაგთი ს” საჩივარი “ ჯეოსელი ს” წინააღმდეგ მარეგულირებელი კომისიამ შესაძლოა კვირის ბოლოს განიხილოს.
“ჯეოსელში” აცხადებენ, რომ მათ კანონი არ დაურღვევიათ, როცა “ მაგთი ს” მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრეს. “ ჯეოსელი ს” იურისტის სანდრო სადაღაშვილის განცხადებით, ვიდრე “ მაგთი კომი” სატრანსპორტო კომპანიასთან ხელშეკრულებას გააფორმებდა, მანამდე “ ჯეოსელი სგან” წერილობითი თანხმობა უნდა მიეღო უფასო ნომრის გადაცემის თობაზე.
Related Stories