ფეისბუკის აქციების ფასი დაეცა


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

დომენების არჩევის ახალი შესაძლებლობა

ავტორი ნეტგაზეთი

22/06/2011 18:09 (335 დღე 13:31 minutes ago)

ახალი ზოგადი ზედა დონის დომენური სახელებისთვის (gTLD) განაცხადების მიღება 2012 წლის 12 იანვრიდან დაიწყება.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ინფორმაციას ამის თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.

კომისიის ინფორმაციით, მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციის ხელმძღვანელობამ (ICANN) მხარი დაუჭირა gTLD პროგრამას, რომელზეც სამი წლის მანძილზე მუშაობდნენ. საუბარია ზედა დონის დომენურ სახელებზე, რომლებიც არ წარმოადგენენ ქვეყნის კოდს. დღემდე მსგავსი ტიპის 22 დომენური სახელი არსებობდა, მათ შორის : .com, .edu, .org, .net და ა.შ.

gTLD პროგრამა საშუალებას მისცემს კომპანიებს, ორგანიზაციებსა და ქალაქებსაც კი, მიიღონ თავისი საკუთარი დომენური სახელები, მაგალითად:   .სასტუმრო,   .თბილისი,  .ფეისბუქი და ა.შ.

მაგალითად, გაზეთ "ბათუმელების" ვებ–გვერდზე შესასვლელად საჭიროა შემდეგი ინტერნეტ მისამართის აკრეფა: www.batumelebi.ge. ამ ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, "ბათუმელებს" შეუძლია შემდეგი ინტერნეტ მისამართი აიღოს: www.gazeti.batumelebi.

მსგავსი ინტერნეტ მისამართების აღება შესაძლებელი იქნება როგორც კერძო კომპანიებისთვის, ასევე, სამთავრობო ორგანიზაციებისთვის და უბრალო ფიზიკური პირისთვისაც კი.

 

netgazeti.ge

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group