| ”გუგლმა” ახალი სოციალური ქსელი შექმნა |
|
30/06/2011 11:11 (327 დღე 20:30 minutes ago) | ||||||||||||
![]() მსოფლიო ს წამყვანი ინტერნეტ-კომპანია Google აცხადებს, რომ ინტერნეტში გაეშვა სოციალური ქსელი Google+.
ჯერჯერობით მისი ნახვა მხოლოდ კომპანიის მიერ მოწვეულ ადამიანებს შეუძლიათ, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ საიტი მალე ყველასათვის გახდება ხელმისაწვდომი.
სპეციალისტების აზრით, ”გუგლი” ცდილობს კონკურენცია გაუწიოს მსოფლიო ში ყველაზე მსხვილ სოციალურ ქსელ ”ფეისბუკს”. ”Google+ ” ”ფეისბუკის” მსგავსი პრინციპითაა ორგანიზებული, თუმცა განსხვავდება გაზიერის უფრო მოქნილი სისტემით - მეგობრები ”წრეებად” იქნებიან დაყოფილნი და ერთი ჯგუფისათვის გაზიარებული ინფორმაცია სხვა ჯგუფისათვის ხელმისაწვდომი არ იქნება.
სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|


