| “ჯეოსელსა” და “ბილაინს” სარეკლამო რგოლების გამარტივება მოუწევთ |
|
30/06/2011 15:25 (327 დღე 16:17 minutes ago) | ||||||||||||
|
ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე კომპანიებს შორის დავები გრძელდება, იუწყება რადიო კომერსანტი.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განხილვის ობიექტად “ მაგთი კომის” საჩივრები იქცა, რომელიც „ ბილაინი სა“ და „ ჯეოსელი ს“ წინააღმდეგ იყო შეტანილი. “ მაგთი კომის“ პრეტენზია “ ბილაინი ს“ სატარიფო გეგმას “ნონსტოპ“-ს ეხებოდა. იმავდროულად “ მაგთი ” “ ჯეოსელი ს“ ერთ თეთრიანი ტარიფების სარეკლამო რგოლებს აპროტესტებდა. „ მაგთი კომის“ ინფორმაციით, ეს სარეკლამო რგოლები მცირე ზომის შრიფტისა და დროის სიმცირის გამო მომხმარებლებისათვის ძნელად აღქმადია და მათ ამ მომსახურების პირობებთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას არ აწვდის.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|

