| „კავკასუს ონლაინი“ პოზიციების გამყარებას იწყებს |
|
06/07/2011 16:13 (321 დღე 15:33 minutes ago) | ||||||||||||
|
„ კავკასუს ონლაინი “ ინტერნეტის საბითუმო ვაჭრობაში რეგიონის ერთ–ერთ ძირითად მოთამაშედ გახდომას გეგმავს. რადიო კომერსანტის ცნობით, ამის შესახებ კომპანიის გენერალური დირექტორი აცხადებს.
გია ადეიშვილის თქმით, „კავკასუსის“ ძირითადი სტრატეგია საბითუმო მიმართულებაა. კომპანია დღეის მდგომარეობით საქართველოს ფარგლებს გარეთ თვეში მილიონ დოლარამდე ინტერნეტს ყიდის და სურს წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი მილიონ 500 ათას დოლარამდე გაზარდოს. ინფორმაციისთვის: „კავკასუს ონლაინმა“ ერთწლიანი რებრენდინგი დაასრულა. კომპანიამ „ჯე–ლინკი“ ისტორიას ჩააბარა, ხოლო მის ნაცვლად მომხმარებელს FTPB–ს სისტემა შესთავაზა, რომელიც ადეიშვილის მტკიცებით, საქართველოსთვის უნიკალურია. „კავკასუსმა“ მომხმარებელს ინტერნეტ–ტელევიზია „კავკასუს–ტივიც“ შესთავაზა.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|

