მიხეილ სააკაშვილი: "საქართველო ნატო-ს იდეების ერთგულია"


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

პორტირების მომსახურებით 60 700 აბონენტმა ისარგებლა

08/07/2011 13:14 (319 დღე 18:34 minutes ago)

სააბონენტო ნომრის პორტირების მომსახურებით მობილური ქსელის 60 700 აბონენტმა ისარგებლა. აქედან 55 000 აბონენტი უკვე სხვა მობილური ქსელის ოპერატორის მომსახურებით სარგებლობს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში


პორტირებული აბონენტების სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება, სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის დანერგვის დღიდან მოზიდული აბონენტების რაოდენობით „ ჯეოსელი “ ლიდერობს და 2011 წლის 7 ივლისის მდგომარეობით „ ჯეოსელი დან“ სხვა მობილურ ქსელში 16 300 აბონენტი გადავიდა, ხოლო „ჯეოსელში“კონკურენტი კომპანიებიდან 27 700 აბონენტი გადმოპორტირდა.


მეორე ადგილზეა კომპანია „მობიტელი“, იგივე „ ბილაინი “, საიდანაც სხვა მობილურ კომპანიებში 9 700 აბონენტი გადავიდა, ხოლო კომპანიამ პორტირების შედეგად 11 300 აბონენტი შეიძინა.


და ბოლოს, კომპანია „ მაგთი კომი“, სადაც სხვა მობილური ქსელებიდან 15 800 აბონენტი გადავიდა, ხოლო „ მაგთი კომიდან“ კონკურენტი კომპანიების მობილურ ქსელებში 28 800 აბონენტი წავიდა.


პორტირებული აბონენტების სტატისტიკის თანახმად, „ჯეოსელმა“ 11 400 აბონეტით გაზარდა საკუთარი მომხმარებელის რაოდენობა, „ბილაინმა“ კი 1 600 აბონენტი შეიძინა და ბოლოს, კომპანია „ მაგთი კომი“, რომელიც ჯერ–ჯერობით წამგებიან მდგომარეობაში იმყოფება და პორტირების მომსახურების დანერგვის დღიდან 13 000 აბონენტი დაკარგა.


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განმარტავს, რომ სააბონენტო ნომრის პორტირების ტექნოლოგიის დანერგვის წარმატება იზომება არა პორტირებული აბონენტების სტატისტიკის სიდიდით, არამედ მობილურ ოპერატორებს შორის მძაფრი კონკურენციის გაღვივების ხელშეწყობით. კონკურენციის გამძაფრება, თავის მხრივ, პირდაპირპროპორციულად აისახება მობილური ოპერატორების სატარიფო პოლიტიკა ზე. ეს ყველაფერი კი სააბოლო ჯამში მომხმარებელების საკეთილდღეოდ კეთდება. რაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group