
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „ მაგთი კომის“ და „ ჯეოსელი ს“ დავაზე გადაწყვეტილება მიიღო.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
კომისიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა შპს „ მაგთი კომის“ საჩივარი და შპს „ჯეოსელს“ ხელშეკრულების გაფორმება დაავალდებულა.
შეგახსენებთ, რომ კომპანია „ მაგთი კომმა“ 2011 წლის 20 მაისს შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. კომპანიას ცხელი ხაზით საკომუნიკაციო მომსახურება უნდა უზრუნველეყო.
„ მაგთი კომმა“ 2011 წლის 24 მაისს საქართველოში კომუნიკაციების სფეროში მოქმედ კომპანიებს, მათ შორის შპს „ჯეოსელს“, წერილობით აცნობა, რომ ამ სახის მომსახურების უზრუნველსაყოფად, გამოყოფილია კონკრეტული ნუმერაციის რესურსი და ითხოვა, რომ 2011 წლის 1 ივნისიდან ამ ნუმერაციის რესურსზე დაფიქსირებულ ზარებზე აბონენტებისათვის არ დაერიცხათ თანხა, ხოლო სანაცვლოდ განხორციელებული ზარების თითოეულ წუთზე ზარის წამოწყების ღირებულების ანაზღაურება აღუთქვა.
შპს „ჯეოსელმა“ „ მაგთი კომის“ წერილს უარით უპასუხა და განუმერატა, რომ შპს ,,ჯეოსელმა” მსგავს თხოვნაზე უარი უთხრა სხვა კომპანიებს, გადრა ამისა, უფასო ნომრების გააქტიურება დიდ ტვირთად დააწვება შპს „ ჯეოსელი ს“ საბილინგო სისტემას და ადამიანურ რესურს, მობილურმა ოპერატორმა კონკურენტ კომპანიას ასევე აცნობა, რომ საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულება განსაზღვრავს უფასო საკომუნაკაციო მომსახურებისათვის კონკრეტულ ნუმერაციას და აღნიშნული დებულების შესაბამისი მუხლების ამოქმედებამდე, მსგავსი სახის მომსახურების გაწევისგან თავს იკავებს.
ამ წერილობითი უარის შემდეგ „ მაგთი კომმა“ საკუთარი პოზიციების დასაცავად და საკითხის დეტალური განხილვისთვის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მომართა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომას ორივე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ საშუალება ჰქონდათ დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია და წარმოედიგინათ მტკიცებულებები.
კომისიამ არსებული მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება ნაწილობრივ დააკმაყოფილოს შპს „ მაგთი კომის“ საჩივარი და შპს ,,ჯეოსელს” შპს ,, მაგთი კომის” მიერ ინტელექტუალური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უფასო მომსახურებისათვის გამოყოფილი ნუმერაციის რესურსის გააქტიურება, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით” ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უფასო მომსახურებისათვის განსაზღვრული ნუმერაციის რესურსის - 800 XX XXXX ამოქმედებამდე (2011 წლის ნოემბერი), დაავალა.
თუ რა ფორმით მოხდება ხელშეკრულების გაფორმება, ეს უკვე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კომპეტენციას სცილდება და ორი კერძო კომპანიის მოლაპარაკების საკითხია.
გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტოლებების გვერდზე.
Related Stories