
საქართველოში Facebook-ს ჯერ კიდევ ondnoklassniki ურჩევნიათ. რადიო კომერსანტის ცნობით, ასეთი
შედეგით დასრულდა მარკეტინგული კვლევების კომპანია ACT-ს კვლევა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
კვლევის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის 25% სოციალური ქსელების მომხმარებელია. აქედან 66% უპირატესობას ondnoklassniki.ru-ს ანიჭებს, Facebook-ს 31%, დანარჩენი 4% კი ქართული სოციალური ქსელების მომხმარებელია.
კვლევის ავტორთა განმარტებით, მართალია ჩვენს ქვეყანაში ჯერაც რუსული ქსელი odnoklassniki.ru ლიდერობს, მაგრამ ბოლო ორი წლის განმავლობაში სურათი საგრძნობლად შეიცვალა - 2009 წლის მონაცემებით 91% მოიხმარდა odnoklassniki.ru-ს, 14% დაინტერესებული იყო Myspace-ით, ხოლო Facebook-ის მომხმარებელთა წილი მხოლოდ 6% იყო..
საიტ „გრუზია ონლაინის“ მთავარი რედაქტორის ირაკლი ცქიტიშვილის განცხადებით, აღნიშნული სტატისტიკა ადასტურებს, რომ ქართულ საზოგადოებაში ბევრი ფასეულობა ჯერ კიდევ შორსაა დასავლურისგან.
„გარდა ამისა, „ოდნოკლასნიკებში“ ძალიან ბევრი მივიწყებული და მიტოვებული გვერდია. მას შემდეგ, რაც ამ რუსული ქსელის ბუმმა გადაიარა, აქტივობამ „ფეისბუქში“ გადაინაცვლა. ასე რომ, აღნიშნული სტატისტიკა შესაძლოა არ იძლეოდეს ნათელ სურათს,“ – განუცხადა ცქიტიშვილმა commersant.ge–ს.
TMG Marketing–ის ხელმძღვანელის ნიკო თევდორაშვილის შეფასებით კი, რუსული სოციალური ქსელით ძირითადად რეგიონებში სარგებლობენ. ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, სადაც „ფეისბუქი“ დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, მეგობრები და ნათესავები ჰყავთ და მათ რუსულ ენაზე უნდა ესაუბრონ.
თუმცა, თევდორაშვილის თქმით, „ფეისბუქის“ პოპულარობა საქართველოში მკვეთრად იზრდება და მას უკვე საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ჰყავს.
„სოლოსტუდიოს“ ხელმძღვანელის ტატო მახაშვილის განცხადებითაც, რუსული სოციალური ქსელის პირველობის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ „ოდნოკლასნიკი“ რუსულ ენაზეა და შესაბამისად უფროსი თაობის ადამიანები სწორედ მას ირჩევენ. ამას ემატება ისიც, რომ ქსელს რუსეთში წასული ქართველები მოიხმარენ
ინფორმაციისთვის: Facebook–ი მსოფლიო ში სოციალური ქსელების ლიდერია. ბოლო მონაცემებით მსოფლიო მოსახლეობის 21.75% ამ ქსელშია ჩართული (695 847 120 ადამიანი).
Related Stories