ავღანეთის უსაფრთხოების დაფინანსებაში წვლილს საქართველოც შეიტანს


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

მაყურებელმა სამგანზომილებიანი კინოსადმი ინტერესი დაკარგა

12/07/2011 14:32 (315 დღე 17:19 minutes ago)

კომპანია IHS Screen Digest -ის მიერ ჩატარებული კვლევების მონაცემებით, 3D-ფორმატის კინო პოპულარობას დღითიდღე კარგავს და მისი მაყურებლების რიცხვიც სულ უფრო მცირდება, იუწყება რადიო კომერსანტი.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

2010 წელს, 3D -ფორმატით კინოთეატრებში  ნაჩვენებმა რამდენიმე ფილმმა  კრახი განიცადა. მაყურებელს სტერეოფილმებისადმი ინტერესი უქრება. „საშინელებათა ფილმებს ამ ფორმატიდან მეტი მოგების მიღება შეუძლია, მაგრამ პროდუქციის უმრავლესობა მაყურებლის იმედგაცრუებას იწვევს“, – აცხადებენ კომპანია BTIG -ის ანალიტიკოსები.

როცა ჰოლივუდის სტუდიებმა აქცენტი 3D -ტექნოლოგიებზე გადაიტანეს, შესაბამისად, ეს ბილეთების ფასებზეც აისახა. ამერიკის ქალაქებში, 2D-კინოსეანსების ბილეთების შეძენა მაყურებელს 13,5 დოლარი უჯდება: 3D -ფილმებზე შედარებით დოლარით მეტი, ხოლო IMAX 3D ფორმატში კი, 6 დოლარით მეტი. გარდა ამისა, მაყურებელი  არც ამ ფორმატის ფილმების ხარისხითაა კმაყოფილი, განსაკუთრებით კი 3D -ფილმების. კონოთეატრების ეკრანებზე გადიდებული გამოსახულება კონტრასტს, ფერს და გამოსახულებას კარგავს.

ტეხასის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლის, რობ ვეინერის დასკვნით, 3D ფორმატში უკვე უამრავი ფილმი გადაიღეს, მაგრამ მაყურებელი მათგან დაიღალა და მსგავსი ფორმატი შთაბეჭდილებას ვეღარ ახდენს.

მაგრამ ამ სფეროს კინოსტუდიები  3D -ზე მაინც დიდ იმედებს ამყარებენ და თვლიან, რომ მისი სწორი გამოყენება კინოსტუდიებისთვის ახალი ერის დაწყების დიდი პოტენციალია, ვინაიდან ადამიანები კინოთეატრებში ფილმის სიუჟეტის სანახავად აღარ დადიან, მათ მძაფრი შთაბეჭდილებები უფრო სჭირდებათ, ამბობს 3D -ანიმატორი, იასერ ჰამედი.

„ავატორის“ რეჟისორის, ჯეიმს ქემერონის აზრით, 3D არ გაქრება, პირიქით, მალე ყველა ფილმი ამ ფორმატში გავა, მაგრამ ცხადია, რომ მისი ტექნოლოგიის ხარისხი უნდა გაუმჯობესდეს, მთავარია, რომ მაყურებელმა უხარისხო 3D-ის ხარისხიანი ფორმატისგან გარჩევა ისწავლოს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group