ავღანეთის უსაფრთხოების დაფინანსებაში წვლილს საქართველოც შეიტანს


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

ქართულ ბაზარზე „სამგანზომილებიანმა ბუმმა“ გადაიარა

12/07/2011 14:52 (315 დღე 16:59 minutes ago)

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

კომპანია IHS Screen Digest -ის მიერ ჩატარებული კვლევების მონაცემებით, 3D-ფორმატის კინო პოპულარობას მსოფლიო ში პოპულარობას დღითიდღე კარგავს და მისი მაყურებლების რიცხვიც სულ უფრო მცირდება, იუწყება რადიო კომერსანტი.

 

3D ფორმატის კინომ დიდი პოპულარობა ვერც ქართულ ბაზარზე მოიპოვა. როგორც commersant.ge-ს კინოთეატრებში განუცხადეს, ასეთ ფილმებზე მოთხოვნა განსაკუთრებულად დიდი არ არის. „3D არ განსაზღვრავს ფილმის წარმატება–წარუმატებლობას, ამის განმსაზღვრელი ფილმის შინაარსი და ხარისხია. მიმაჩნია, რომ 3D ფორმატის კინოს პერსპექტივა ნამდვილად აქვს. დროთა განმავლობაში მისი ხარისხი დაიხვეწება, რაც წარმატების გარანტი გახდება. საქართველოში 3D ფორმატის კინოზე  დიდი მოთხოვნა არ არის, თუმცა არც იმის თქმა შემიძლია, რომ მის მიმართ ინტერესი განელდა და ან ამის ნიშნებია,“ – ამბობს კინოთეატრ „ამირანის“ მატრკეტინგის განყოფილების უფროსი გუგა ფუტკარაძე.

კინოთეატრ „საქართველოს“ კომერციული დირექტორის ლევან გრიგალაშვილის თქმით, კი ასეთი ფილმები მოთხოვნას არ კარგავს, თუმცა მათ მიმართ განსაკუთრებული ინტერესის ტალღამ გადაიარა და ახლა მასზე მოთხოვნა ჩვეულ ფორმატში გადავიდა. „ვერ ვიტყვი, რომ მასზე მოთხოვნა სამომავლოდ შემცირდება, რადგან ტექნოლოგია იხვეწება და სიახლის თვალსაზრისით, 3 D ფორმატი პოპულარობას შეინარჩუნებს,“ – აცხადებს გრიგალაშვილი.ს

კინომცოდნე გიორგი კალატოზიშვილი კი დარწმუნებულია, რომ 3D ფორმატის კინო საკუთარ პოზიციებს არ დაკარგავს, რადგან ის კინოს მომავალია. „თავის დროზე, როდესაც კინემატოგრაფი შეიქმნა, დავა იყო იმაზე, კინო სიბრტყეზე უნდა ყოფილიყო თუ განზომილებაში, ანუ უნდა ყოფილიყო ფერწერა თუ გამომსახველობა. კინო გამომსახველობაა და თუ ის სხვა განზომილებაში გადადის, ეს მხოლოდ მატებს მას ღირსებას. 3D რეალისტურია, მაყურებელი მოვლენის თანამონაწილე ხდება და ამის განცდა მნიშვნელოვანია. მთავარია დეტალური ხარვეზები ტექნიკური საშუალებებით  აღმოიფხვრას. უხარისხო ტექნიკურმა საშუალებებმა მაყურებელს შეიძლება დისოკომფორტი შეუქმნას, რაც საქართველოში „ავატარის“ პრემიერისას მოხდა. სათვალე უხარისხო იყო და მაყურებელს მისი მოხსნა ხშირად უწევდა. ცხადია, ასეთი ხარვეზები ფილმისადმი ინტერესსაც ანელებს, მაგრამ მთლიანობაში ამგვარ ფილმს საფრთხე არ შეექმნება. სამგანზომილებიანი ფორმატის ფილმს დიდი შემოსავალი აქვს და არა მგონია, მას პერსპექტივა არ ჰქონდეს,“ – ამბობს გიორგი კალატოზიშვილი. მისი თქმით, 3D განვითარება ტრადიციულ ფილმს მაყურებელს ვერ წაართმევს. ყველა ფილმს საკუთარი მიზნობრივი ჯგუფი ჰყავს, კალატოზიშვილის განცხადებით, ტრადიციულ კინოს მომავალშიც ეყოლება მაყურებელი და მისი 3D–თი ჩანაცვლება არ მოხდება.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group