ბაზარზე საკუთარი წილის შემცირების პროცესის შესაჩერებლად ფინური კომპანია
Nokia ევროპაში პროდუქციას აიაფებს, იუწყება რადიო კომერსანტი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
კომპანიამ ფასები სმარტფონების მთელ
ხაზზე შეამცირა.
შეგახსენებთ: 2011 წლის პირველ კვარტალში Nokia–ს წილი სმარტფონების სეგმენტზე 39–დან 25,5%–მდე დაეცა. ბევრი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ მეორე კვარტლის შედეგებით სმარტფონების მიწოდების ლიდერი მსოფლიო ში Samsung Electronics–ი გახდება.
Nokia–ს პრეს–სამსახურში ფასების შემცირებას „ჩვეულებრივ პრაქტიკად“ აფასებენ, თუმცა ბაზარმა ეს ინფორმაცია კომპანიაში არსებული პრობლემების მორიგ დადასტურებად აღიქვა.
ასევე გამოითქმება ვარაუდი, რომ კომპანიის ამჟამინდელი ნაბიჯი სხვა მწარმოებლების ანალოგიურ რეაქციას გამოიწვევს და ბაზარზე „საფასო ომი“ დაიწყება.
ფასების შემცირების ტენდენცია ქართულ ბაზარზეც აისახა, სადაც „ნოკიას“ პროდუქცია 5%–ით გაიაფდა.
საქართველოში „ნოკიას“ ცენტრის ხელმძღვანელის ბონდო გოლეთიანის განცხადებით, „ნოკია“ მსოფლიო ში ერთ–ერთი დიდი მწარმოებელია და ამდენად, მოქნილია ფასებთან დაკავშირებითაც. „ის თამამად ახორციელებს მსგავს ცვლილებებს. გაიაფებას ხელი იმანაც შეუწყო, რომ „ნოკიამ“ საკუთარი წარმოება აზიის ქვეყნებში გადაიტანა, სადაც იაფი მუშახელია. კონკურენცია დიდია და სხვა კომპანიებს ძველი ფასების შესანარჩუნებლად, ალბათ, შანსი არ დარჩებათ,“– ამბობს ბონდო გოლეთიანი.
მისივე თქმით, საქართველოში „ნიკიას“ გაყიდვების მაჩვენებლით მოწინავე პოზიცია უკავია. ეს ლიდერობა განსაკუთრებით მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში გამოიკვეთა. „2010 წელთან შედარებით, წლევანდელი მონაცემით გაყიდვებში 100%–იანი ზრდა გვაქვს და წლის ბოლომდე დამატებით 50%–იან ზრდას კიდევ ვვარაუდობთ. ამას ის ახალი მოდელები განაპირობებს, რომელთა შემოტანაც იგეგმება. მალე ბაზარზე „ნოკია N9“ გამოვა, რომელიც N8-ს გაუმჯობესებული ვარიანტია,“ – აცხადებს გოლეთიანი.
მისი თქმით, გაყიდვების მაჩვენებელზე განსაკუთრებით იმოქმედა ორბარათიანი მოდელების გამოჩენამ. ამას დაემატა ფასის კორექციაც, რაც საქართველოში საშუალოდ, 5 პროცენტს შეადგენს. ფასის ცვლილება ძირითადად, 200 დოლარამდე ღირებულების ტელეფონებზე აისახა.
„ამ სეგმენტის მოდელები, ძირითადად, ჩინეთში მზადდება. „ნოკიას“ ახალი მოდელების ფართო სპექტრი და ფასების დაწევა ამ კომპანიას ბაზრის უპირობო ლიდერად ხდის,“ – აცხადებს ბნდო გოლეთიანი.
Related Stories