რასმუსენი - საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდება


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

საკაბელო ტელევიზიები მარეგულირებლის კრიტიკას არ იღებენ

20/07/2011 13:16 (307 დღე 18:38 minutes ago)

რადიო კომერსანტის ცნობით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც კომპანია, რომელსაც სურს გახდეს მაუწყებლობის ტრანზიტორი საკაბელო ოპერატორი, ვალდებულია კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გაიაროს ავტორიზაცია.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

შემდეგ იმ სამაუწყებლო არხებზე, რომელთა რეტრანსლირებასაც საკუთარ საკაბელო ქსელში გეგმავს, მოიპოვოს შესაბამისი ნებართვები.

„მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტში“ უახლოეს მომავალში შევა ცვლილებები, რომელთა თანახმად, ყველა საკაბელო ოპერატორს დაევალება ოფიციალური ვებ-გვერდის გახსნა, სადაც სავალდებულო წესით განთავსდება მომხმარებლებისთვის მისაწოდებელი პაკეტები, სამაუწყებლო არხები, რომლებსაც ეს ოპერატორი სთავაზობს მომხმარებელს და ასევე, მომსახურების საფასური პაკეტების მიხედვით. საკაბელო ოპერატორებს დაევალებათ, პაკეტში ცვლილების შეტანის შემთხვევაში 10 სამუშაო დღით ადრე აცნობოს მომხმარებელს.


კომისიის მიერ ასეთი ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობა იმან გამოიწვია, რომ აბონენტები ხშირად უჩივიან იმ არხების ჩართვას, რომელზეც ხელშეკრულება ტელევიზიასთან არა აქვთ გაფორმებული. ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც აბონენტს გაუფრთხილებლად ეთიშება ესა თუ ის არხი.

„გლობალ ტვ–ის“ მარკეტინგის მენეჯერი თეონა მეგრელიშვილი commersant.ge–სთან საუბრისას აცხადებს, რომ მათთვის გაუგებარია კომისიის განცხადება და იმ პირობების წამოყენება, რასაც „გლობალ ტვ“ ისედაც ასრულებს. ხუთი წელია ვარსებობთ და ამ ხნის განმავლობაში არ გვყოლია ერთი აბონენტიც კი, ვისთანაც ხელშეკრულების საფუძველზე არ გვეთანამშრომლოს. არხები, რომელთა რეტრანსლირებასაც ვახდენთ, წარდგენილია მარეგულირებელ კომისიაში და განთავსებულია ჩვენს ოფიციალურ საიტზე. არცერთი არხის ტრანსლირება არ ხდება ნებართვისა და ხელშეკრულების გარეშე,“ – აცხადებს მეგრელიშვილი.

რაც შეეხება აბონენტთა ინფორმირებას არხის გათიშვის შემთხვევაში, მეგრელიშვილის თქმით, თუ ეს კომპანიის ინიციატივით ხდება, ამის შესახებ მომხმარებელი 10 დღით ადრე იგებს.

„სუპერ ტვ–ის“ იურისტის სოფო ნემსაძის განმარტებით კი, ამა თუ იმ არხის გათიშვა მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ არხთან ხელშეკრულების ვადა გავიდა, ან ამ არხს რეიტინგი დაბალი აქვს. „ასეთ შემთხვევაში შეიძლება ერთი არხი მეორეთი ჩანაცვლდეს და აქ უკანონო არაფერია, რადგან აბონენტთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ კომპანიას უფლება აქვს ჩამონათვალი შეცვალოს. თუმცა, ამის შესახებ შეტყობინება ეგზავნება როგორც მარეგულირებელს, ისე აბონენტს,“ – აცხადებს ნემსაძე.


მისი თქმით, დარღვევა მხოლოდ ამ შეუტყობინებლობის შემთხვევაში შეიძლება იყოს.

თუმცა commersant.ge–ს ყოფილი „აიეტის“ („სუპერ ტვ“–ს) რამდენიმე აბონენტი დაუკავშირდა, რომლებიც შაბათ–კვირას „ჯი ემ ჯის“ რამდენიმე არხების გათიშვას აპროტესტებდნენ. მათი თქმით, მათ „აიეტის“ ცხელ ხაზზე დარეკეს, სადაც აუხსნეს, რომ არხები ორშაბათს ჩაირთვებოდა. კითხვაზე, რა სახით აუნაზღაურდებოდა მათ გაცდენილი 2 დღე, პასუხი ვერ მიიღეს. საკაბელო არხის მომხმარებლების მტკიცებით, ბოლო თვეებში მათ არხები ისე შეუცვალეს, რომ წინასწარ მათთვის ამის შესახებ არ უცნობებიათ.

რაც შეეხება საიტის სავალდებულო ჩაშვებას, ნემსაძის თქმით, ამ ეტაპზე საიტის განახლებაზე მიდის მუშაობა და უახლოეს მომავალში „სუპერ ტვ–ს“ ახალი და ხარისხიანი საიტი ექნება.

„საერთოდ, „სუპერ ტვ“ მუდმივად ცდილობს არხების რაოდენობა გაზარდოს და ამ მიმართულებით ახლაც ვაგრძელებთ მუშაობას. ამდენად, როდესაც მარეგულირებელი კომისია მომხმარებლის უფლებების დარღვევაზე საუბრობს, არ ვფიქრობთ, რომ „სუპერ ტვ“  იგულისხმება, რადგან ჩვენი კომპანია კანონის სრული დაცვითა და მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მოქმედებს,“ – აცხადებს სოფო ნემსაძე.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group