ბიძინა ივანიშვილს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებაც ექნება


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

საქართველოში მცხოვრები ოჯახების 23 % – ს აქვს პერსონალური კომპიუტერი

21/07/2011 15:21 (306 დღე 16:35 minutes ago)

womanat-pc.jpg

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მონაცემების მიხედვით, 2010 წელს საქართველოში მცხოვრები ოჯახების მხოლოდ 23%–ს ჰქონდა პერსონა ლური კომპიუტერი. ქვეყანაში კომპიუტერის ძირითადი მომხმარებლები 16–30 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის ადამიანები არიან.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ელექტრონული ტექნიკის უდიდესი მაღაზიები „ელიტ ელექტრონიქსი“ და „ტექნო ბუმი“ თვეში 500–800 კომპიუტერს ყიდიან. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, კომპიუტერების გაყიდვების მაჩვენებლები ყოველწლიურად იზრდება.

„ 16–30 წლამდე ასაკის მყიდველების უმრავლესობა ითხოვს ისეთ კომპიუტერს,  რომელიც თამაშებისთვის არის განკუთვნილი,“ თქვა „ტექნო ბუმის“ შესყიდვების მენეჯერმა ეთერ მაისურაძემ. „45 წლამდე ასაკის ადამიანები მძლავრი გრაფიკული კონფიგურაციების მქონე კომპიუტერებს ყიდულობენ. თუმცა არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ასეთი კომპიუტერის შეძენა სურთ 45 წლის ზემოთ ადამიანებსაც.“

ამჟამად, კომპიუტერების მსოფლიო გაყიდვების ლიდერი პორტატული კომპიუტერებია. პორტატული კომპიუტერების გაყიდვების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„ დღეს, გაყიდული კომპიტერების 60% პორტატული კომპიუტერებია, ხოლო 40 % – ი პერსონა ლური (დესკტოპის)  კომპიუტერებია,“ გვითხრა „ელიტ ელექტრონიქსის“ მარკეტინგისა და გაყიდვების დეპრტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ჩლაიძემ. „ საერთოდ, ნოუთბუქებს 30 წლის ასაკის ზემოთ ადამიანები ყუდულობენ, განსხვავებით ახალგაზრდა მყიდველებისაგან.“

თუმცა, განსხვავებით „ტექნო ბუმისა“ და „ელიტ ელექრტონიქსისაგან,“ სავაჭრო ცენტრ „კიდობანში“ არსებული პატარა მაღაზიების განცხადებით, მათთან პოპულარული ჯერ ისევ პერსონა ლური კომპიუტერებია.

საქართველოში პორტატული კომპიუტერის საშუალო ფასი 1,000–2,000 ლარამდეა (600 დოლარი), ხოლო პერსონა ლური კომპიუტერის ფასი 600 ლარია. საქართველოს მოსახლეობა დაბალფასიანი კომპიუტერის შეძენას ამჯობინებს. ის კომპიუტერები, რომელთა ფასი 1,200 ლარიდან იწყება, ძალიან იშვიათად იყიდება. გაიზარდა ასევე iPad - ის გაყიდვებიც. საქართველოში iPad - ის საშუალო ფასი 2,000 ლარია.

„ ყველა სოციალური ფენის ადამიანი მოდის ჩვენთან, მაგრამ მათ უმრავლესობას დაბალფასიანი კომპიუტერის ყიდვა სურს,“ გვითხრა „კიდობანის“ გაყიდვების კონსულტანტმა გიორგი ბარნოვმა. „ ჩვენთან ყველაზე ხშირად იყიდება სისტემიანი კომპიუტერი – 450 ლარად და პორტატული კომპიუტერი – 1,100 ლარად.

საქართველოში პროდუქციის განვადებით შეძენა ძალიან პოპულარულია. როგორც მაღაზიების წარმომადგენლები აცხადებენ, კომპიუტერების თითქმის ნახევარი განვადებით იყიდება.

„ ძალიან ბევრი ადამიანი ითხოვს განვადების სერვისს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ბანკმა უნდა მიიღოს და არა ჩვენ,“ გვითხრა მაისურაძემ. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ბანკი კლიენტს განვადებაზე უარს ეუბნება.“

ამერიკული ბრენდი HP ყველაზე პოპულარული კომპიუტერების ბრენდია საქართველოში. ამ ბრენდის გარდა Asus – ისა და Dell – ის კომპიუტერები ყველაზე მეტად იყიდება.

„ კომპიუტერების გაყიდვების უპირობო ლიდერი ჩვენთან HP - ია,“ თქვა ჩლაიძემ. "ელიტ ელექტრონიქსი," ოფიციალური წარმომადგენელია ისეთი დიდი ბრენდებისა, როგორიცაა  HP, Acer,  Dell,  Asus. ჩვენ კომპიუტერები და კომპიუტერების აქსესუარები ტაივანიდან, დუბაიდან, ტაილანდიდან, იაპონიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოგვაქვს.

საქართველოს მოსახლეობაში ყველაზე პოპულარული ბრენდი HP – ია, თუმცა მსოფლიო ში ცნობილი სხვა კომპანიების Asus – ის Dell – ის Sony – ს Toshiba – ს პროდუქციაც მოთხოვნადია,“ თქვა მაისურაძემ.

საქართველოში არსებული მაღაზიების უმრავლესობა კომპიუტერებს ერთწლიანი გარანტიით ყიდის. კომპიუტერების აქსესუარები - მაუსი, კლავიატურა, მიკროფონი, ვებ კამერა საკმაოდ იაფი ღირს ქვეყანაში. მათზე მოთხოვნა ძალიან მაღალია. მაუსის საშუალო ფასი – 10 ლარია, კლავიატურის – 20 ლარი, ვებ კამერის – 40 ლარი.

საქართველოში ძალიან პოპულარულია კომპიუტერული მომსახურება, თუმცა ქვეყანას პრობლემები აქვს პროგრამების ლიცენზირებასთან დაკავშირებით. კომპიუტერების მომხმარებლების უმრავლესობა არალიცენზირებულ პროგრამებს იყენებს. ლიცენზირებული და არალიცენზირებული პროგრამების ინსტალაციის ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება.

Axoft - ი იმ მცირე რაოდენობის კომპანიებიდან ერთ–ერთია, რომელიც ქვეყანაში მომხმარებელს ლიცენზირებულ პროგრამებს სთავაზობს.

„ ჩვენს კომპანიაში ყველაზე მოთხოვნადი პროგრამა ანტივირუსის პროგრამაა,“ გვითხრა Axoft - ის გაყიდვების მენეჯერმა თამარ მიგინეიშვილმა. „ ლიცენზირებული ანტივირუსის Kaspersky – ს დაყენება 55 ლარი ღირს. Microsoft -ის პროგრამებიც ძალიან პოპულარულია. მაგალითად, Microsoft Home – 295 ლარი ღირს და Microsoft Office Pro 2010 დაახლოებით – 2,500 ლარი.“

„ ფასები საკმაოდ მაღალია, მაგრამ ჩვენ ბევრი კლიენტი გვყავს, განსაკუთრებით კორპორატიული კლიენტები,“ აღნიშნა მან.

ლიცენზირებული პროგრამებისგან გასხვავებით, კომპიუტერში არალიცენზირებული პროგრამების დაყენება გაცილებით იაფი ღირს. საქართველოში ძალიან ბევრი თვითნასწავლი პროგრამისტია, რომელიც Windows- ის, ანტივირუსის, Microsoft Office - ის და სხვა პროგრამების დაინსტალირებას მხოლოდ 30–40 ლარად სთავაზობს მომსმარებელს. Windows- ის დაინსტალირება ცალკე 20 ლარი ღირს, ანტივირუსის 5–10 ლარი, ხოლო ისეთი პროგრამების, როგორიცაა Photoshop - ი და Corel - ი – 5 ლარი.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group