გაზეთი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

Yahoo Google-სა და Facebook–თან კონკურენციაში მარცხდება

21/07/2011 16:06 (306 დღე 15:50 minutes ago)

Yahoo-მ  განაცხადა, კომპანიის მეორე კვარტალში იმაზე დაბალი შემოსავალი მიიღო, ვიდრე ამას სარეკლამო გაყიდვებისგან ელოდა, იუწყება რადიო კომერსანტი. სამი თვის განმავლობაში, კომპანიამ მხოლოდ 1,08 მილიონი დოლარის მოგება ნახა რაც შარშანდელთან შედარებით, 4,6%-ით ნაკლებია.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ამ ფაქტს Yahoo ბაზარზე მისი კონკურენტების, Google-სა და Facebook-ის მზარდ პოპულარობას უკავშირებს.

მაგრამ მიუხედავად შემცირებული შემოსავლისა, Yahoo აღნიშნავს, რომ მისი  მოგება წინა წელთან შედარებით 11%-ით გაიზარდა და 237 მილიონი დოლარი შეადგინა.

კონკურენტების მომრავლება Yahoo -ს ერთადერთი პრობლემა არ არის. როგორც ცნობილია, მაისში, ჩინეთში, ინტერნეტ-კომპანია Alibaba-მ, რომელშიც  Yahoo-ს  23%-იანი წილი ჰქონდა, კრახი განიცადა და თავისი საბაზო აქტივები კომპანია Alipay-ს გადასცა.

მას შემდეგ, რაც Yahoo -ს აქციები 20%-ით დაეცა, ინვესტორები შეშფოთებულნი არიან. კომპანია თავის აქციონერებს პირობას აძლევს, რომ პრობლემას აუცილებლად მოაგვარებს, მაგრამ ანალიტიკოსები, ბოლოდროინდელ მონაცემებზე დაყრდნობით, სკეპტიკურად არიან განწყობილები და თვლიან, რომ კომპანიაში დაგროვილი უამრავი პრობლემების ფოზე, ბაზრის კონკურენტულ გარემოში არსებობის შენარჩუნება  Yahoo-ს ძალიან გაუჭირდება.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group