| Samsung-ის სმართფონების გაყიდვებმა შესაძლოა Apple-ს გადაუსწროს |
|
25/07/2011 17:24 (302 დღე 14:33 minutes ago) | ||||||||||||
|
მობილური ტელეფონის Galaxy-ს მწარმოებელმა კომპანია Samsung Electronics Co-მ შესაძლოა ანდროიდის პროგრამულ უზრუნველყოფაზე მომუშავე სმართფონების გაყიდვებით Nokia და Apple–ი უკან ჩამოიტოვოს, იუწყება რადიო კომერსანტი.
„ნოკიას“ მიერ აპრილ-ივნისში გაყიდულ 16,7 მილიონ სმართფონთან შედარებით, „სამსუნგმა“ 18-დან 21 მილიონამდე სმართფონის რეალიზაცია მოახდინა. ამ მონაცემების მიხედვით, აშკარა ხდება. რომ ანდროიდ Google Inc -ის წყალობით, როგორც „ეფლის“., ასევე „ნოკიას“ ტელეფონები დიდი წარმატებით სარგებლობს და ხელჩართულ ბრძოლაში ტემპის დაგდება არცერთს არ სურს. „სამსუნგმა“ კი, სარფიანი მოგება ნახა ისეთი დაბალხარსიხიანი ტელეფონებითაც კი, რომლებსაც დანართების ინსტალირებაც კი არ შეუძლია, მაგრამ განაცხადა, რომ ამ წელს გაყიდვების გაორმაგებას მაღალტექნოლოგიური ტელეფონების მეშვეობით გეგმავს. ანდროიდ „სამსუნგის“ პორტფოლიო ძირითადად, რეგიონებში იყიდება და მას გაფართოებისა და ბაზარზე პირველი ადგილის დაკავების სრული პოტენციალი გააჩნია, განსაკუთრებით კი, ჩინეთისა და ბრაზილიის ბაზრებზე. წლის ბოლოს, „სამსუნგისა“ და „ეფლის“ სმართფონებს ლიდერობისთვის ბრძოლისთვის თანაბარი შანსები ექნებათ, აცხადებს ანალიტიკურ- კვლევითი ჯგუფის დირექტორი, ნეილ მოსტონი.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|

