ფეისბუკის აქციების ფასი დაეცა


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

მაუწყებლების შემოსავლებმა 76 მილიონს გადააჭარბა

ავტორი ნეტგაზეთი

27/07/2011 15:15 (300 დღე 16:42 minutes ago)

საქართველოში მაუწყებლობიდან მიღებულმა შემოსავალმა შარშან 76.3 მლნ ლარი შეადგინა. აქედან 69.3 მლნ ლარი (90.8%)  სატელევიზიო, ხოლო  7 მლნ ლარი  (9.2%) –  რადიო მაუწყებლობაზე მოდიოდა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

სატელევიზიო მაუწყებლებმა რეკლამიდან 53 853 289 ლარი მიიღეს შემოსავლის სახით, 4 414 644 ლარი – სპონსორობიდან, 121 565 ლარი კი – ტელეშოფინგიდან.

რადიომაუწყებლების შემთხვევაში შემოსავლების წყაროები და მოცულობა ასე გამოიყურება: 3 844 670  ლარი – რეკლამიდან, 1 935 794 ლარი – სპონსორობიდან, 9 35 625 ლარი – შემოწირულობიდან და   27 915 ლარი – ტელეშოფინგიდან.

გასული წლის მონაცემებით, მაუწყებლობის ტრანზიტს საქართველოში 82 ოპერატორი ეწეოდა, რომლებიც 137 ათას აბონენტს ემსახურებოდნენ.  მათ მიერ მიღებულმა შემოსავალმა კი – 13.7 მლნ ლარი შეადგინა.

მაუწყებლობისა და მაუწყებლობის ტრანზიტის განმხორციელებელი კომპანიების მიერ გასულ წელს მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს გამოაქვეყნა.

 

 

netgazeti.ge

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group