
საქართველოში მობილური აბონენტების რაოდენობამ 2010 წლის ბოლოს 3 980 000
შეადგინა. მათი მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავალმა კი შარშან 532 მლნ
ლარი შეადგინა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
აბონენტების რაოდენობით “ ჯეოსელი ” ლიდერობს (44.3%), მას მოსდევს “ მაგთი კომი” (40.3%), “მობიტელით”, იგივე “ ბილაინი თ” კი აბონენტების 15.4% სარგებლობს. აბონენტების საცალო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების შესახებ მონაცემები ასე გამოიყურება:
“ ჯეოსელი ” – 245 286 000 ლარი, “ მაგთი კომი” – 227 687 000 ლარი და “მობიტელი” – 58 849 000 ლარი.
გასული წლის მონაცემებით, 62–დან 79 წუთამდე გაიზარდა ერთი აბონენტის მიერ ნასაუბრები (გამავალი) წუთების რაოდენობა. 2010 წლის ბოლოს ყველაზე მეტს – 88 წთ.–ს, “ ჯეოსელი ს” აბონენტი საუბრობდა, 71 წთ.–ს – “ მაგთი კომის” და 70 წთ.–ს – “მობიტელის”, იგივ “ ბილაინი ს” აბონენტი.
2010 წელს მნიშვნელოვანი ძვრა მოხდა კორპორატიულ სეგმენტზე - მეოთხე კვარტალში, პირველ კვარტალთან შედარებით, კორპორატიული აბონენტების რაოდენობა 25.6%-ით გაიზარდა. აბონენტების რაოდენობის თვალსაზრისით ამ სეგმენტზეც “ ჯეოსელი ” ლიდერობს – 180 ათასი მომხმარებლით; 137 000 კორპორატიული აბონენტი ჰყავს “ მაგთი კომს” და მხოლოდ 26 000 – “მობიტელს”.
2010 წელს მნიშვნელოვანი სხვაობა იყო მობილური ოპერატორების ქსელის შიდა და ქსელის გარეთა წუთის ფასებს შორის. 1997 წლიდან (როდესაც წუთის ფასი 28.8 თეთრი იყო) 2010 წლამდე ქსელის გარეთა წუთის საშუალო ფასი მხოლოდ 3.1 თეთრით შემცირდა, 2010 წლის მანძილზე კი იგი 3.5 თეთრით შემცირდა.
ამასთანავე მობილურ ბაზარზე 2010 წელს არსებული სატარიფო შეთავაზებები ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის მნიშვნელოვნად განსხვავებული იყო:
ფიზიკური პირების სეგმენტზე ქსელის გარეთა წუთის ფასი 3.9 თეთრით (15%-ით), ქსელის შიდა წუთის ფასი 4.5 თეთრით (35%-ით) შემცირდა. იურიდიულ პირებისთვის კი, 2010 წლის მეოთხე კვარტალში, ქსელის გარეთა წუთის ფასი 8-ჯერ ძვირი იყო ქსელის შიდა წუთის ფასზე.
მობილური კომუნიკაციების ბაზრის მიმოხილვა გასული წლის მონაცემებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს გამოაქვეყნა.
netgazeti.ge
Related Stories