| ინტერნეტის ბაზარი საქართველოში |
|
28/07/2011 11:32 (299 დღე 20:27 minutes ago) | ||||||||||||
|
საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების რაოდენობამ 2010 წლის ბოლოს 300’050 შეადგინა.
ამ ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია აქვეყნებს. თავის ანგარიშში კომისია განმარტავს, რომ აბონენტში იგულისხმება პირი, რომელსაც კვარტალის ბოლო თვეს გაეწია ინტერნეტ-მომსახურება. ინტერნეტ-წვდომის ერთი წერტილით რამდენიმე მომხმარებელიც რომ სარგებლობდეს, იგულისხმება, რომ აბონენტი არის ერთი.
ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების 94 %-ს ფიზიკური პირები შეადგენენ.
ტექნოლოგიები
ინტერნეტის მომხმარებლამდე მიწოდების ძირითად საშუალებად სადენიანი, კერძოდ - DSL (55.8 %) და ოპტიკურ-ბოჭკოვანი (28.7 %) ტექნოლოგიები გამოიყენება. უსადენო ინტერნეტის აბონენტები ძირითადად EVDO და CDMA ტექნოლოგიებით სარგებლობენ.
2010 წლის ბოლო კვარტალში შესამჩნევად მოიმატა DSL და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიით მოსარგებლე ინტერნეტის აბონენტების რაოდენობამ. EVDO აბონენტების რაოდენობამ გაუსწრო CDMA აბონენტების რაოდენობას. ინტერნეტის აბონენტების 90% საქართველოს დიდ ქალაქებზე მოდის. ინტერნეტის მომხმარებლამდე მიწოდების ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგია პრაქტიკულად მხოლოდ თბილისში და მცირე რაოდენობით რუსთავში გვხვდება.
შემოსავალი
ინტერნეტ–კომუნიკაციებიდან მიღებულმა შემოსავალმა 2010 წელს 80.2 მლნ ლარი შეადგინა. შემოსავლის თვალსაზრისით 2010 წლის ბოლო კვარტალში საბაზრო წილის 80%-ს სილქნეტი (39.9 %) და კავკასუს ონლაინი (39.6 %) ფლობდნენ.
ერთი აბონენტისგან მიღებული საშუალო შემოსავალი (ARPU) 2010 წლის განმავლობაში 25.1 ლარიდან 22.2 ლარამდე შემცირდა.
გავრცელებულ ტექნოლოგიებში ყველაზე მეტი ერთი აბონენტისგან მიღებული საშუალო შემოსავალი (ARPU) Wi-Max ტექნოლოგიას აქვს, ყველაზე მცირე - CDMA-ს.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|

