
რადიო კომერსანტის ცნობით, მათთვის ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ შესყიდვების
სააგენტომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საჩივარი “ მაგთი სთან”
დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
სატრანსპორტო კომპანია “ მაგთი ს” ტენდერით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებდა და სააგენტოს მის შავ სიაში შეყვანა მოსთხოვა.
ტენდერის პირობებით, “ მაგთი ს” თავის თავზე უნდა აეღო სატრანსპორტო კომპანიის ცხელ ხაზზე მოქალაქეთა უფასო ზარების უზრუნველყოფა. შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ მათი გადაწყვეტილებით “ მაგთი ” გააგრძელებს სატრანსპორტო კომპანიის მომსახურებას, ასევე საშუალება ექნება, ნებისმიერ ტენდერში მიიღოს მონაწილეობა.
დავით მარღანიას განცხადებით, გადაწყვეტილების მიღებისას კომუნიკაციების კომისიის დასკვნით იხელმძღვანელეს. ცნობისთვის: მარეგულირებლის დავალებით “ მაგთი მ” და მისმა კონკურენტმა “ჯეოსელმა” სატრანსპორტო კომპანიის ცხელ ხაზზე განსახორციელებელ ზარებზე ხელშეკრულება უნდა დადონ. თუმცა, ხელშეკრულების შინაარსი კომპანიებს შორის მოლაპარაკების საგანია.
Related Stories