
რადიო კომერსანტის ცნობით, აუქციონის შედეგების მიხედვით, პირველად ისტორიაში, ამერიკული Apple -ის აქციები 400 დოლარამდე ავარდა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
წლის დასაწყისიდან, კომპანიის აქციების ღირებულება 22,5%-ით გაიზარდა და დღეს, Nasdaq -ის ბირჟაზე, მისი საერთო კაპიტალიზაცია 374 მილიარდ დოლარად შეფასდა.
ამგვარად, iPhone–ისა და iPad-ის მწარმოებელი დაეწია ExxonMobil -ს, რომელიც ამჟამად, მსოფლიო ს ყველაზე ძვირადღირებულ, 415,6 მილიარდი დოლარის საერთო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიადაა მიჩნეული.
მესამე ადგილს კვლავ ჩინური ნავთობის კომპანია PetroChina ინარჩუნებს . მისი კაპიტალიზაცია 300 მილიარდ დოლარს შეადგენს.
2011 წლის მესამე კვარტლის შედეგებით, Apple-ის სუფთა მოგება 125%-ით გაიზარდა და მისი ბიუჯეტი 7,3 მილიარდი დოლარით შეავსო.
1997 წელს, როცა „ეფლის“ აქცია 5,4 დოლარი ღირდა, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე სტივ ჯობსის დაბრუნების შემდეგ, აქციების ფასმა მკვეთრი ზრდა დაიწყო და 13,5 წლის მანძილზე, ისინი თითქმის 75-ჯერ გაძვირდა.
Apple 1976 წელს დაარსდა. დღესდღეობით, ის კომპიუტერების, აუდიოპლეერების და პროგრამული უზრუნველყოფის დარგში ამერიკის უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენს. „ეფლის“ შტაბ-ბინა კალიფორნიის შტატის ქ. კუპერტინოში მდებარეობს. Apple -ში მომსახურე პერსონა ლის რაოდენობა 35 ათას აღწევს.
Related Stories