
საქართველოს მობილურ ბაზარზე გაყიდვების რაოდენობის მიხედვით, კვლავ Nokia
ლიდერობს. ამ ბრენდის ტელეფონები ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს
საქართველოში და მთელ მსოფლიო ში. პოპულარობის მიხედვით, Nokia - ს შემდეგ
მოდის Samsung-ი და Sony Ericsson - ი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
„ მაგთი ს“ მონაცემებით, კომპანიის ქსელში ამჟამად, 804,425 Nokia – ს მობილური ტელეფონია რეგისტრირებული. რაც შეეხება „ჯეოსელს,“ მისი აბონენტებიდან, რომელთა რაოდენობა 2 მილიონამდეა, 45,05% – ს Nokia – ს მობილური ტელეფონი აქვს, შემდეგ მოდის Samsung - ი. ამ ბრენდის ტელეფონები „ ჯეოსელი ს“ აბონენტთა 17,5 % –ს აქვს, ხოლო Sony Ericcson - ის მობილურები ამ ქსელის მომხმარებელთა 9,04 % – ს აქვს.
თუ ამ წლის მონაცემებს წინა წლის მონაცემებს შევადარებთ, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის: Nokia – „ ჯეოსელი ს“ აბონენტთა 43,7 %,–ს ჰქონდა, 18,56 % – ს Samsung - ი და 11,46 % – ს Sony Ericsson - ი.
საქართველოში Nokia - ს ოფიციალური დილერის, სავაჭრო სახლ „გოლეთიანის,“ მარკეტინგის ხელმძღვანელის დავით ქართველიშვილის თქმით, 2011 წელს Nokia – ს ყველაზე პოპულარული მოდელებია - Nokia 5130, 2730 და С3-00 – ი. „ეს ის ტელეფონებია, რომლებიც საშუალო ფენის ადამიანებზეა გათვლილი. რაც შეეხება მაღალ ბიუჯეტიან ტელეფონებს, ყველაზე პოპულარული მოდელი Nokia N8 არის, ხოლო ბიზნეს სერიის მოდელებიდან – Nokia E 72. წინა წელთან შედარებით, გაყიდვების რაოდენობით Nokia – ს მობილურ ტელეფონებზე 10 %–იანი ზრდა გვაქვს,“ გვითხრა ქართველიშვილმა.
Nokia 513 – ის ფასი 170 ლარია, Nokia 2730 – 177 ლარი ღირს, Nokia N8– 850 ლარი და Nokia E72 – ი 570 ლარი ღირს.
სავაჭრო სახლ „კიდობანსა“ და „მეგალაინში“ მდებარე მობილური ტელეფონების პატარა მაღაზიების თქმით, მათთან ყველაზე პოპულარული ბრენდი Nokia, ყველაზე გაყიდვადი მოდელები კი – Nokia N7, Nokia 5070, Nokia N95 და Nokia N93 – ია, ხოლო რაც შეეხება სხვა ბრენდებს, ყველაზე გაყიდვადი მოდელებია – Sony Ericsson K770 და Samsung U 700.
„კიდობანში“მდებარე მობილური ტელეფონის მაღაზიათა მენეჯერების და კონსულტანტების თქმით, ორიგინალი მობილური ტელეფონის ბრენდებიდან მათთან Nokia ლიდერობს, ხოლო ჩინური პატენტი მობილური ტელეფონებიდან iPhone და Blackberry ყველაზე გაყიდვადი ტელეფონებია. ხშირ შემთხვევაში მომხმარებელი არ აქცევს ყურადღებას მობილური ტელეფონი ორიგინალია, თუ ყალბი. მყიდველის მთავარი მოთხოვნა ტელეფონის დიზაინია. დაბალფასიანი მობილური ტელეფონები ყველაზე კარგად იყიდება. ყველაზე ნაკლებად მყიდველებს მობილური ტელეფონის ფუნქციები აინტერესებთ.
„კიდობანის“ მობილური ტელეფონის მაღაზიის ერთ–ერთმა კონსულტანტმა გვითხრა, რომ ერთმა მყიდველმა 810 ლარი გადაიხადა Nokia - ს მობილურ ტელეფონში მხოლოდ იმიტომ, რომ მას ლამაზი დიზაინი ჰქონდა.
„ელიტ ელექტრონიქსის“ მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი ჩლაიძის თქმით, 2011 წლის ყველაზე პოპულარული ბრენდი კვლავ Nokia არის. Nokia – ს შემდეგ მოდის Samsung - ი, Sony Ericsson – ი, Blackberry, HTC და Philips - ი.
„2010 წელთან შედარებით, Nokia – ს რეალიზაცია 10 % – ით გაიზარდა. Nokia – ს დაბალფასიანი მოდელებიდან, ყველაზე გაყიდვადი Nokia 1280 და 1616 – ია. მოთხოვნა მაღალია Nokia – ს C სერიის მოდელებზეც – C3, C01, და C7. Samsung – ის მობილური ტელეფონების მოდელებიდან, ყველაზე პოპულარული ორ სიმ-ბარათიანი მობილური ტელეფონებია, რომელთა ფასი 155–539 ლარამდეა. წინა წელთან შედარებით, Samsung - ის ორ სიმ–ბარათიანი ტელეფონების გაყიდვები 15%– ით გაიზარდა,“ გვითხრა ჩლაიძემ.
სავაჭრო სახლ „მეგალაინში“ მხოლოდ ერთი მობილური ტელეფონების მაღაზიაა. ამ მაღაზიის მენეჯერმა დათო ხელაძემაც დაგვიდასტურა, რომ Nokia ყველაზე პოპულარულ ბრენდად რჩება. „მობილური ტელეფონები ისე კარგად აღარ იყიდება, როგორც კრიზისამდე. თუმცა, იმ ბრენდებიდან, რომლებიც ჩვენთან იყიდება, Nokia ლიდერია. მისი მოდელი Nokia 1280, რომელიც 50 ლარი ღირს, ყველაზე კარგად იყიდება. ეს მოდელი დაბალფასიანია და კარგად მუშაობს,“ თქვა ხელაძემ.
მობილური ტელეფონები ფუფუნებად აღარ ითვლება. ახლა ისინი საჭიროებად მიიჩნევა. Cosmetic.com – ი მსოფლიო ში ყველაზე გაყიდვადი მობილური ტელეფონების სტატისტიკას აქვეყნებს. სტატისტიკა 2011 წლის 25 იანვარს გამოქვეყნდა, რომლის თანახმად, Nokia კვლავ ლიდერი ბრენდია მთელს მსოფლიო ში.
Related Stories