საქართველოს ბაზარზე
დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი ბილაინი საუკეთესო ბიზნეს
პარტნიორებს აჯილდოებს.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
დაჯილდოებისას გამოვლინდებიან ის საშუალო და მცირე ორგანიზაციები , რომლებიც გაყიდვების მიმართულებით, ყველაზე ნაყოფიერად თანამშრომლობენ ბილაინთან.
გამარჯვებულების გამოვლენა ორ ეტაპად ხდება და მასში მონაწილეობას იღებენ, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა და სხვა რეგიონში მომქმედი ბილაინი ს ბიზნეს პარტნიორები.
ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომელთაც საუკეთესო მაჩვენებლები ჰქონდათ, როგორც გაყიდვების, ისე აბონენტთა პორტირების კუთხით, ბილაინი ორკაციან საგზურს, გადასცემს, თურქეთში 5 ვარსკვლავიან სასტუმრო ” ჰოლიდეი ქლაბში”.
დაჯილდოება 3 აგვისტოს, 14.00-ზე ბილაინი ს სათაო ოფისში, რუსთაველის N 14-ში გაიმართება.
” მინდა აღვნიშნო, რომ ბილაინი სათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ბიზნეს პარტნიორები , რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ ბილაინი ს საქმიანობის გაფართოებაში. ეს დაჯილდოება პერმანენტულ ხასიათს ატარებს და ყოველ წელს ჩვენ საუკეთესო ბიზნეს პარტნიორებს გამოვავლენთ. წელს განსაკუთრებულად კარგი შედეგი მივიღებთ აბონენტთა პორტაციის მიმართულებით, რაც გარდა იმ უკონკურენტო ტარიფების და სერვისების შეთავაზებისა, ჩვენი ბიზნეს პარტნიორების შრომის შედეგია. ვთვლით, რომ ამ ორგანიზაციებს და მათ თანამშრომლებს, განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ, ჩვენს ბიზნეს განვითარებში. სულ ჩვენს სავაჭრო ქსელში 2000 მდე ადამიანი არის დასაქმებული, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ, როგორც საკუთარი ისე ჩვენი ბიზნესი ს განვითარების მიმართულებით. ” - განაცხადა ბილაინი ს გენერალურმა დირექტორმა ანდრეი პიატახინმა.
Related Stories