ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

პორტირების მომსახურებით 68 ათასმა აბონენტმა ისარგებლა

03/08/2011 16:37 (293 დღე 15:26 minutes ago)

სააბონენტო ნომრის პორტირების მომსახურებით მობილური ქსელის 68 000 აბონენტმა ისარგებლა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

აქედან 62 000 აბონენტი უკვე სხვა მობილური ქსელის ოპერატორის მომსახურებით სარგებლობს.


პორტირებული აბონენტების სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება, სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის დანერგვის დღიდან მოზიდული აბონენტების რაოდენობით „ ჯეოსელი “ ლიდერობს და 2011 წლის 2 აგვისტოს მდგომარეობით „ ჯეოსელი დან“ სხვა მობილურ ქსელში 18 200 აბონენტი გადავიდა, ხოლო „ჯეოსელში“კონკურენტი კომპანიებიდან 30 500 აბონენტი გადაპორტირდა.


მეორე ადგილზეა კომპანია „მობიტელი“, იგივე „ ბილაინი “, საიდანაც სხვა მობილურ კომპანიებში 11 700 აბონენტი გადავიდა, ხოლო კომპანიამ პორტირების შედეგად 13 900 აბონენტი შეიძინა.


და ბოლოს, კომპანია „ მაგთი კომი“, სადაც სხვა მობილური ქსელებიდან 18 300 აბონენტი გადავიდა, ხოლო „ მაგთი კომიდან“ კონკურენტი კომპანიების მობილურ ქსელებში 31 800 აბონენტი წავიდა.


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განმარტავს, რომ სააბონენტო ნომრის პორტირების ტექნოლოგიის დანერგვის წარმატება იზომება არა პორტირებული აბონენტების სტატისტიკის სიდიდით, არამედ მობილურ ოპერატორებს შორის მძაფრი კონკურენციის გაღვივების ხელშეწყობით. კონკურენციის გამძაფრება, თავის მხრივ, პირდაპირპროპორციულად აისახება მობილური ოპერატორების სატარიფო პოლიტიკა ზე. ეს ყველაფერი კი სააბოლო ჯამში მომხმარებელების კეთილდღეობას ემსახურება. რაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group