| Google+ ს უკვე 25 მილიონი მომხმარებელი ჰყავს |
|
03/08/2011 17:27 (293 დღე 14:37 minutes ago) | ||||||||||||
|
ინტერნეტ–გიგანტ Google–ის ახალმა სოციალურმა ქსელმა უკვე 25 მილიონი მომხმარებელი მიიზიდა და, შედეგად, ყველაზე სწრაფად მზარდი სოციალური ქსელი გახდა, იუწყება რადიო კომერსანტი.
ამის შესახებ კომპანია comScore–ის მოხსენებაშია ნათქვამი. ივნისის ბოლოს ჩაშვებული ქსელის Google+ ის უნიკალური მომხმარებლების რაოდენობა დღეში ერთი მილიონით იზრდება. შედარებისთვის: უმსხვილეს სოციალურ ქსელ Facebook–ს 25–მილიონიანი აუდიტორიის მოსაგროვებლად 3 წელი დასჭირდა, მიკრობლოგების ქსელმა Twitter–მა კი ამის გაკეთება 30 თვეში მოახერხა.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|

