მობილური ოპერატორი " ბილაინი " მომხმარებელს ახალი თაობის ტელეფონ "Alcatel813"-ს სთავაზობს.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ორ სიმ-ბართიანი ტელეფონი, რომელთაგან " ბილაინი ს" ქსელზე დაბლოკილი მხოლოდ ერთია, ქართული შრიფთიტ შესრულებულ საიტებს და დოკუმენტებს კითხულობს და 2-მეგაპიქსელიანი კამერით, ვებ-კამერით, P3 პლეიერით, რადიოთი, მაღვიძარათი, თამაშებით, Bluetooth და WI-FI-ითაა აღჭურვილი.
ახალი თაობის მობილური ტელეფონი Facebook-ის, Opera-ს და ამინდის აპლიკაციებით წითელ და შავ ფერშია წარმოდგენილი.
ტელეფონის საცალო ღირებულებაა 155 ლარია. მისი შეძენა მხოლოდ " ბილაინი ს" აბონენტთა მომსახურებისა და სადილერო ოფისებშია შესაძლებელი, იუწყება პირWელი.
"ეს " ბილაინი ს" მიერ შეთავაზებულ ტელეფონებს შორის მეორე მოდელია, რომელსაც ჩვენი მომხარებელი ორი სიმ-ბარათით გამოიყენებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს აბონენტებს საუკეთესო საშუალებას ვაძლევთ, კიდევ ერთხელ თავად დარწმუნდნენ იმ ფაქტში, რომ " ბილაინი ს" შეთავაზებები ბაზარზე უკონკურენტოა. წინა მოდელების მფლობელების დიდმა ნაწილმა, ვინც " ბილაინი ს" გარდა, სხვა სიმ-ბარათითაც სარგებლობდა, მომსახურე ოპერატორად " ბილაინი " აირჩია, რაც ჩვენთვის დამატებითი სტიმულია. რაც მთავარია, ყველა შეთავაზებული მოდელის ღირებულება ბაზარზე არსებული ტელეფონების ფასს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება, თუმცა ხარისხი განსაკუთრებით მაღალია", - აცხადებს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თეონა ბაღდავაძე.
Related Stories