
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, "კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
"თრიალეთის" მიმართ დამსჯელი ღონისძიებების გატარება კვლავ აქტიურად
გააგრძელა, იუწყება ინტერპრესნიუსი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
კომისიამ კანონით მინიჭებული უფლების გარეშე "თრიალეთს" "უბრძანა", მოეხდინა ერთი თვის სადღეღამისო გადაცემების დაახლოებით 240 დისკზე ჩაწერა და კომისიაში წარდგენა. "თრიალეთის" პასუხზე, რომ ეს არ იყო კანონიერი მოთხოვნა, გაბრაზებულმა კომისიამ კომისიის თავმჯდომარის - ირაკლი ჩიქოვანისა და კომისიის ორი წევრის - ირაკლი მოსეშვილისა და სოფიო ბრიტანჩუკის შემადგენლობით, გამოიტანა "თრიალეთის" გაფრთხილების გადაწყვეტილება".
განცხადების მიხედვით, გასულ თვეში ტელეკომპანია "თრიალეთმა" კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, სოფიო ბრიტანჩუკის ხელმოწერით, მიიღო მუქარის შემცველი წერილი, სადაც ითხოვდა, თითქოსდა კანონის საფუძველზე მათთვის მიგვეწოდებინა ტელევიზიაში გასული გადაცემების ერთი თვის ვიდეოჩანაწერი.
ტექსტი წერილიდან: "გაცნობებთ, რომ "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად, საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობის მფლობელები, აგრეთვე, საზოგადოებრივი და სათემო მაუწყებლები, ვალდებული არიან, შექმნან არქივი და არანაკლებ ერთი თვის განმავლობაში შეინახონ პროგრამები. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ 5 სამუშაო დღის ვადაში კომისიაში წარმოადგინოთ უკანასკნელი ერთი თვის პროგრამების სრული ჩანაწერები ციფრულ მატარებლებზე (CD, DVD)".
როგორც ტელეკომპანიაში განმარტავენ, მითითებული კანონი ტელევიზიებს ავალდებულებს პროგრამების ერთი თვით შენახვას, საჭიროების შემთხვევაში სასამართლოზე წარსადგენად. ხოლო ის, რომ ტელეკომპანიამ გაიღოს დამატებითი ხარჯები და მოამზადოს კომისიაში წარსადგენი ჩანაწერები CD, DVD დისკებზე და წარუდგინოს ეროვნულ კომისიას, არც ერთ კანონში არ წერია.
"განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ "მაუწყებლობის შესახებ" კანონის 70-ე მუხლის თანახმად - "ლიცენზიის მფლობელმა და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინონ მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში". ხოლო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი სოფიო ბრიტანჩუკი კატეგორიულად მოითხოვს და თან მუქარას აყოლებს, რომ ჩანაწერები ნაცვლად 15 დღისა, გაკეთდეს და წარმოდგენილ იქნას 5 დღის ვადაში, რაც შეუძლებელია იმ ტელეკომპანიებისთვის, რომელთაც აქვთ სადღეღამისო მაუწყებლობა.
ვაცხადებთ, რომ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება "თრიალეთის" გაფრთხილების შესახებ არის უკანონო და გამიზნულია "თრიალეთზე" ზეწოლისა და ზემოქმედებისათვის.
ასეთივე უკანონო გაფრთხილება "თრიალეთმა" გასულ წელსაც მიიღო. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ზეწოლების პარალელურად მოხდა",-ნათქვმია ტელეკომპანია "თრიალეთის" განცხადებაში.
ტელეკომპანიის აზრით, მარეგულირებელი კომისიის ასეთი გადაწყვეტილებები ემსახურება ტელეკომპანიების თავისუფლების ხარისხის შეზღუდვას და თავისუფალ ტელევიზიებზე დამსჯელი ღონისძიებების გატარებას.
"ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ ამ საკითხს. მაგრამ სად? ჩიქოვანის და ბრიტანჩუკი სასამართლოში? ვფიქრობთ, რომ წავაგებთ პროცესს, მაგრამ მაინც გავასაჩივრებთ",-აცხადებენ ტელეკომპანია "თრიალეთში".
Related Stories