მიხეილ სააკაშვილი ჩიკაგოს შემდეგ შეხვედრებს ლოს-ანჯელესში განაგრძობს


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

ვებ-მარკეტინგის შეჯიბრში გამარჯვებული დაჯილდოვდა 5 000 ლარით

ავტორი თაკო ხელაია, The FINANCIAL

09/08/2011 16:51 (287 დღე 15:19 minutes ago)

ნაციონალური კრედიტ ინფორმაციის ბიურომ (NCIB) დააჯილდოვა ყველაზე ინოვაციური ვებ-მარკეტინგის პროექტის გამარჯვებული.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

მარიამ ტალახაძე, მონაწილე რომლის ვებ-გვერდი ყველაზე მეტჯერ იქნა შეფასებული, დასახელდა გამარჯვებულად. ტალახაძემ მიიღო 5 000 ლარი ჯილდო NCIB-გან და ონლაინ მაღაზია Fრეესჰოპ.გე-მიერ წარდგენილი ლეპტოპი. ხოლო შეჯიბრის ხუთი ფინალისტი დაჯილდოვდა ატესტატით.


მონაწილეთა შეფასება მათი ვებ გვერდის მნახველების რაოდენობაზე იყო დამოკიდებული, ამას ყოველდღიურად აკონტროლებდა შეჯიბრის ადმინისტრატორი და ზუსტად ითვლებოდა თვლის სისტემის მიხედვით. ასევე იქნა შერჩეული ხალხთა ფავორიტი. თითოეული ვებ-გვერდის რეიტინგი ითვლებოდა სპეციალურად შემუშავებული ფორმულით:CP=((AUV*0.3)+(PGV*0.7))/(AUV+PGV)*UV. CP  - შეჯიბრის ქულა, AUV - აბსოლუტური უნიკალური მნახველის რაოდენობა, PGV - გვერდის ნახვის რაოდენობა, UV - უნიკალური ნახვები.


The FINANCIAL , შეჯიბრის გენერალურმა მედია სპონსორმა, გამარჯვებულ ლობისტ კომპანიას, Campa-ს, მისცა უფასო ონლაინ რეკლამის ადგილი. 


“ჩვენ გვჯერა, რომ ონლაინ მარკეტინგის და ელექტრონული ვაჭრობის განვითარებამ შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშონ საქართველოს ბიზნესი ს განვითარებაში. ამ ფაქტის გამო ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამგვარი პროექტების მხარდაჭერას.” აღნიშნა ლალი ჯავახიამ,FINANCIAL-ის მარკეტინგის დეპარტამენტის მეთაურმა.


“CIB-მ, FINANCIAL-ის მხარდაჭერით, გადაწყვიტა განეხორციელებინა უპრეცედენტო, ინოვაციური და უდიდეს-მაშტაბიანი შეჯიბრი, რომელიც გრძელდებოდა სამი თვის მანძილზე. ნებისმიერ მსურველს შეეძლო ამ პროექტში მიეღო მონაწილეობა ჩვენს საიტზე,www.contest.ncib.ge, შესვლით და განცხადების ანკეტის შევსებით 10 ივნისამდე. რაც შეეხება კრიტერიუმებს, პირველ რიგში, მონაწილეებს უნდა აერჩიათ ერთი კომპანია და დაეწერათ ამ კომპანიის ონლაინ დაწინაურების სტრატეგია და შემდეგ ჩვენთვის გამოეგზავავნათ დაწერილი სტრატეგია მიმოხილვისთვის.” თქვა დიანა ველენგურსკაიამ, NCIB-ს საჯარო ურთიერთობების მენეჯერმა.


“ლობისტ კომპანიებში, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა პროექტში, შედიოდნენ: ბორჯომი, B-კრედიტი, ჯი.მარტი და კამპა. 400 მონაწილიდან მხოლოდ პირველი ხუთეული გადავიდა მეორე ეტაპზე. ისინი მთელი ძალით ცდილობდნენ განეხორციელებინათ წარმატებული ონლაინ საჯარო ურთიერთობების კამპანია,” ამბობს ველენგურსკაია.


“არა მარტო ვებ-მარკეტინგში დაინტერესებულმა კანდიდატებმა მიიღეს მონაწილეობა პროექტში, არამედ მონაწილე კომპანიების ათასობით მხარდამჭერმა და თანამშრომელმა. მონაწილე კომპანიებმა მიიღეს ახალი იდეები და სტრატეგიები თუ როგორ უფრო ეფექტურად აწარმოონ ვებ-მარკეტინგი და გაზარდონ მარკის ცნობადობა,” აცხადებს ველენგურსკაია.


მეტოქეებს ქონდათ შესაძლებლობა წვლილი შეეტანათ კომპანიების ვებ-მარკეტინგის დარგის განვითარებაში.


“მონაწილეებს ქონდათ შანსი გამხდარიყვნენ თავიანთი რჩეული კომპანიის ვირტუალური ვებ-მარკეტინგის მენეჯერი, შეეთავაზებინათ კომპანიებისთვის ახალი იდეები, ახალი სტრატეგია და მეორე რაუნდში მონაწილეობის შემთხვევაში, ინტერნეტის მეშვეობით წარემართათ ლობისტი კომპანიის საჯარო ურთიერთობები და განეხორციელებინათ თავიანთი იდეები 6 კვირის ვადაში. მონაწილეთა უმეტესობას საკმაოდ საინტერესო სტრატეგიები ქონდა და მათი ვებ-გვერდებიც ძალიან საინტერესო სანახავი იყო. იმისათვის, რომ ვებ-გვერდები უფრო მიმზიდველი ყოფილიყვნენ, ტარდებოდა სპეციალური შეჯიბრებები, სადაც გამარჯვებული იღებდა პრიზებს კომპანიისგან,” ამბობს ველენგურსკაია.


“როდესაც პირველად მივიღე ინფორმაცია შეჯიბრების შესახებ, მე მაშინვე გადავწყვიტე მიმეღო მონაწილეობა. ეს ჩემი სფეროა, ჩემი პროფესია და ამიტომ გადავწყვიტე გამომეაცადა ჩემი ძალები. ეს კონკურსი აღმოჩნდა ჩემთვის დიდი წარმატება. ეს იყო დიდი გამოცდა და კონკურსი იყო ერთგვარი გამოწვევა ყველასთვის ვინც დაინტერესებული იყო ვებ-მარკეტინგის სფეროში. ძალიან ბედნიერი ვარ რომ გავიმარჯვე და ეს უშველებელი მიღწევაა ჩემთვის,” ამბობს მარიამ ტალახაძე.


“კომპანია კამპა იყო ჩემი ლობისტი კომპანია და მე შევიმუშავე სტრატეგია ვებ-მარკეტინგის განვითარების მიმართულებით. ჟიურიმ დააფასა ჩემი პროექტი და ასე გადავედი შეჯიბრის ბოლო ეტაპზე. მე დიდი იმედი მქონდა რომ გავიმარჯვებდი და მოვიგებდი მთავარ პრიზს, მაგრამ არ მეგონა საზოგადოებისგანაც თუ მივიღებდი ჯილდოს. ძალზედ ბედნიერი ვიყავი როცა მოვიგე ორივე ჯილდო.” ამბობს ტალახაძე


დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა “Bowling Central”-ში სადაც ბოულინგის მინი ჩემპიონატი ჩატარდა გამარჯვებულთა და კომპანიის წარმომადგენელთა შორის. ამ ღონისძიების სპონსორები იყვნენ თბილმიკროკრედიტი, ჯი.მარტი, რადიო კომერსანტი, B-კრედიტი და Bowling Central.


“ასეთი წარმატებული ვებ-მარკეტინგის შეჯიბრი საქართველოში აქამდე არ ჩატარებულა. ეს არის ყველაზე ინოვაციური შეჯიბრი. 3 თვიანი პერიოდის მანძილზე კომპანიების საქმიანობები დაწინაურდა ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიებით, რაც ძალიან საინტერესო ნაბიჯია თითოეული კომპანიისთვის. მარიამ ტალახაძმ, კონკურსის გამარჯვებულმა, ბევრი იმუშავა რათა მოეგო. სამი თვის მანძილზე მან მოიფიქრა ბევრი საინტერესო პროექტი, ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე პროფესიონალური ვებ-მარკეტინგის სფეროს განვითარებაში,” თქვა ეკა გალდავამ, NCIB-ს პროექტ მენეჯერი.


“საინფორმაციო ტექნოლოგია არის უმნიშვნელოვანესი სფერო. ეს არის მომავლის ტექნოლოგია, ამიტომ, ამგვარი პროექტები და მათში მონაწილეობა არის დიდი ნაბიჯი წინ როგორც კომპანიებისთვის ასევე კონკურსანტებისთვისაც” ამბობს გალდავა.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group