
რადიო კომერსანტის ცნობით, კომპანია Apple–ი აშშ–ის ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა და ნავთობ კომპანია Exxon Mobil–საც კი გაუსწრო.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
9 აგვისტოს საბირჟო ვაჭრობისას Apple–ის კაპიტალიზაცია 341,5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა იმ დროს, როდესაც Exxon–ს 341,4 მილიარდი აქვს. მალე ნავთობგიგანტმა კვლავ დაიბრუნა პირველი ადგილი.
Apple–ის დროებითი პირველობა საფონდო ბაზრებზე არსებული გაუგებრობით აიხსნება. Exxon–ი ეკონომიკურმა ვარდნამ, კერძოდ, ნავთობის ფასების შემცირებამ სერიოზულად დააზარალა.
ორი კომპანიის კაპიტალიზაციას შორის სხვაობა იმდენად მცირე იყო, რომ ახლო მომავალში ლიდერის ცვლილება რამდენჯერმეა მოსალოდნელი. ამასთან Apple–ის შემოსავლები Exxon–ისას ოთხჯერ ჩამოუვარდება.
Apple–ის ხელმძღვანელის სტივ ჯობსის განცხადებით, 2011 წლის მეორე კვარტალში კორპორაციის შემოსავლები 124%–ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაც iPhone–ისა და iPad–ის წარმატებას უკავშირდება. Exxon–ის შემოსავლები კი იგივე პერიოდში 41%–ით გაიზარდა.
კორპორაცია Apple–ი 1976 წელს დაარსდა. 2006 წელს მან საკუთარი ღირებულებით Dell–ს გაუსწრო, 2010 წელს კი უკან ძირითადი კონკურენტი Microsoft–ი ჩამოიტოვა.
Related Stories