გერმანული „კომერცბანკი“ საქართველოს ბაზარზეა


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

Eurasianet: Apple–ი საქართველოში მისი სავაჭრო ნიშნის უკანონო გამოყენებაზე თვალს ხუჭავს

10/08/2011 17:29 (286 დღე 14:43 minutes ago)

iphone_1290150c.jpg

„ბრენდების გამოყენებაზე უფლების ქონა აქ არავის აღელვებს“

Foreignpress.ge–ს მასალები

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

სავაჭრო ნიშნებთან დაკავშირებული კანონებისადმი უდიერი დამოკიდებულების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა ქართული კერძების (ხაჭაპური და ყველი „სულგუნი“) საერთაშორისო სავაჭრო ნიშნით დაცვას ცდილობს. ამის შესახებ გამოცემა Eurasianet.org–ი წერს, იუწყება რადიო კომერსანტი.

სტატია ქართულ ბაზარზე Apple–ის პროდუქციის რეალიზაციას ეხება. მასში აღნიშნულია, რომ საქართველოში Apple-ის მხოლოდ სამი ავტორიზებული დილერი, ხოლო iPhone-ის სმარტფონის არცერთი ავტორიზებული გამყიდველი არ არის. ამის შესახებ ინფორმაცია თავად კორპორაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

დილერების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია სავაჭრო ქსელი iPhone +, რომლის ქსელშიც ზაფხულის ბოლოს თბილისში მეექვსე სავაჭრო პუნქტის გახსნა იგეგმება.

მაღაზიის ხელმძღვანელის გიორგი წიკლაურის თქმით, კომპანიას Apple-სგან ლიცენზიის და ავტორიზებული დილერის სტატუსის მიღება სურდა, მაგრამ კალიფორნიულმა კომპანია Cupertino-მ მათ მიმართვას არ უპასუხა. შედეგად კომპანია iPhone+-მა პრობლემის მოგვარება თავად გადაწყვიტა და 2009 წელს პირველი მაღაზია გახსნა. ისევე როგორც ფირმა Apple-ის პროდუქციის სხვა ცალკეული გამყიდვლები, კომპანია აცხადებს, რომ ლიცენზირებული დილერებისგან შეძენილ ნამდვილ პროდუქციას ყიდის. თუმცა სხვაობა ის არის, რომ პროდუქციაზე, რომელსაც ისინი ყიდიან, გარანტია არ ვრცელდება.

Apple-ის კიდევ ერთი საბითუმო მაღაზიის iPhones.ge-ს დირექტორის აკა ხუხაშვილის თქმით, ქართველ მომხმარებელს უკვე ფასი და მომსახურებაც კი აღარ აინტერესებს, არათუ სავაჭრო ნიშანზე უფლებების დაცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი ასპექტები. „ჩვენთვის მთავარია APPLE-ის მარკით წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია“, – დასძენს იგი ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილ ინტერვიუში.

კორპორაცია Apple-ის ოფიციალური გამყიდვლებისთვის, როგორიცაა „GO! Electronics“–ი, დილერები ფინანსური თვალსაზრისით სერიოზული საფრთხეა.   „GO! Electronics“-ის გენერალური მენეჯერის ჯეიმს სალვატორეს თქმით, ისინი ჯერჯერობით ვერ ყიდიან iPad-ის ინტერნეტ-პლანშეტებს, რადგან კომპანიას რეგიონში ეს მოდელი ქსელში ჯერ არ ჩაუშვია, მაშინ როდესაც „შავ“ ბაზარზე მოღვაწე მათი კონკურენტები, მსგავსი ვალდებულებებით შეზღუდულები არ არიან.

საქართველოს დაუდევარი დამოკიდებულება სხვისი ინტელექტუალური საკუთრების მიმართ, მხოლოდ Apple-ის პროდუქციით არ შემოიფარგლება. ქართულ ბაზარზე ნამდვილ პროდუქციასთან ერთად უამრავი ყალბი პროდუქტიც იყიდება – „სიმფსონები“-ს DVD დისკებით დაწყებული, Schweppes-ის ტონიკით დამთავრებული, თანაც ამ ბრენდების გამოყენებაზე უფლების ქონა არავის დიდად არ აღელვებს.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია Mac Users Group-ის ხელმძღვანელი (ეს კლუბი საქართველოში Apple-ის პროდუქციის თაყვანისმცემლებს აერთიანებს) დიმიტრი გოდელია ამტკიცებს, რომ „შავი“ დილერები კომპანიის სასარგებლოდ მუშაობენ, რადგან ქართველ მომხმარებლებში მისი პროდუქციის პოპულარიზაციას ეწევიან.

გოდელიას შეფასებით, ქვეყანაში დაახლოებით 15-დან 20 ათასამდე iPod-ის მომხმარებელია.

ჯეიმს სალვატორესის აზრით, „შავ“ იმპროტში უკანონო არაფერია, თუმცა სხვა კომპანიის მიერ თანხმობის გარეშე დარეგისტრირებული სავაჭრო მარკის გამოყენება უკვე დარღვევაა. ხოლო ამ სავაჭრო მარკის გამოყენება მომხმარებლების მოტყუებით და ავთენტურობის ილუზიის შექმნით, არაეთიკურია… „ნუ წარმოადგენთ თქვენ მაღაზიას როგორც Apple-ს მაღაზიას, თუკი ეს ასე არ არის. არჩევანი მყიდველს დაუტოვეთ,“ – აცხადებს სალვატორესი.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group