საქართველო საკრედიტო რესურსის სიძვირით მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

ევროპაში Samsung–ის პლანშეტების გაყიდვა აიკრძალა

10/08/2011 18:22 (286 დღე 13:50 minutes ago)

samsung-galaxy-tab_1.jpg

რადიო კომერსანტის ცნობით, კომპანია Apple–მა ევროპის ბაზარზე პლანშეტ Samsung Galaxy Tab 10.1–ის გაყიდვის დროებით აკრძალვას მიაღწია. შესაბამისი განკარგულება დიუსელდორფის სასამართლომ გამოსცა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, პლანშეტის გაყიდვები ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე აიკრძალება ჰოლანდიის გარდა. აკრძალვის შეუსრულებლობის თითოეულ შემთხვევაში Samsung–ი 350 ათასი დოლარით დაჯარიმდება. განმეორებითი დარღვევა კი შესაძლოა ორ წლამდე პატიმრობითაც კი დაისაჯოს.

სასამართლო დათანხმდა Apple–ის პოზიციას, რომელიც ამტკიცებს, რომ Samsung Galaxy Tab–ი iPad 2–ის კოპირებას ახდენს და ამით არღვევს კომპანიის უფლებას ინტელექტუალურ საკუთრებაზე.

სავარაუდოდ, Samsung–ი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

მანამდე, Apple–თან დავის გამო Samsung–ი დათანხმდა გაურკვეველი დროით Samsung Galaxy Tab 10.1–ის გაყიდვის აკრძალვას ავსტრალიაში.

Apple–ისა და Samsung–ის დავა 2011 წლის აპრილიდან გრძელდება. კომპანიებმა ერთმანეთის მიმართ რამდენიმე სარჩელი შეიტანეს. ერთ–ერთ მათგანში Samsung–ი აშშ–ში Apple–ის მოწყობილობების შეტანის აკრძალვას მოითხოვს. კომპანიის სარჩელი განხილვის სტადიაშია.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group