რასმუსენი - საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდება


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

დევიდ კემერონი სოციალური ქსელების დაბლოკვას აპირებს

12/08/2011 12:57 (284 დღე 19:17 minutes ago)

david-cameron_1.jpg

დევიდ კემერონი სოციალური ქსელების დაბლოკვას აპირებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი Facebook-სა და Twitter-ზე კონტროლის დაწესებით ინიციატივით გამოვიდა, უწყება ინტერპრესნიუსი .

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

"ევრონიუსის" ცნობით, კემერონი ამ გზით დაგეგმილი გამოსვლების დაბლოკვას შეეცდება.


დიდ ბრიტანეთში მომხდარი არეულობების შედეგად, 1000-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს, მათ შორის არიან მილიონიერის ქალიშვილი, მასწავლებელი, საქველმოქმედო ორგანიზაციის თანამშრომელი და 11 წლის მოზარდი. პარლამენტში გამოსვლისას კემერონმა აღნიშნა, რომ ყველა მათგანი დანაშაულისთვის სასჯელს მოიხდის.


"თანამედროვე ტექნოლოგიები ჩვენს სასარგებლოდ მუშაობენ, დამნაშავეები ჟურნალისტებმა გადაიღეს. თუ ზოგი მათგანი ჯერ კიდევ არ არის დაპატიმრებული, არ ნიშნავს იმას, რომ მათ არ დავაკავებთ _ ყველას ვცნობთ სახეზე. მართლმსაჯულებას ვერავინ გაექცევა. პოლიციასა და დაზვერვის სპეცსამსახურთან ერთად, ამ ადამიანებისათვის ზოგიერთი საიტის დაბლოკვის შესაძლებლობას განვიხილავთ _ ვიცით, რომ მოწოდებები დარბევისკენ სწორედ ამ საიტებზე იყო, შედეგად კი ქვეყანა დანაშაულმა მოიცვა", _ განაცხადა კემერონმა.


ამასთან, "ევრონიუსი" იტყობინება, რომ მიღებული ჭრილობებისგან საავადმყოფოში ლონდონის ერთ-ერთი გარეუბნის მცხოვრები 68 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, რითაც დარბევის მსხვერპლთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. ინფორმაცია ვრცელდება იმაზეც, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ბრიტანეთში სადაზღვევო კომპანიებმა 230 მილიონი ევრო დაკარგეს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group