
რადიო კომერსანტის ცნობით, „ეფლიდან“ სტივ ჯობსის წასვლის შემდეგ მსოფლიო ს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის აქციები მკვეთრად, მთელი 7%–ით დაეცა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ამ ფონზე "ეფლის" კონკურენტების აქციები ასევე მკვეთრად გაიზარდა. „სამსუნგის“ აქციები 3%–ით, „ელ ჯი ელექტრონიქსის“ 4%–ით, ხოლო „სონის“ აქციები 2%–ზე მეტით გაიზარდა. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს იმის მანიშნებელია, რომ ინვესტორები კომპანიის პერსპექტივამ დააეჭვა.
სტივ ჯობსმა „ეფლიდან“ წასვლის შესახებ დღეს ოფიციალურად განაცხადა. „ეფლის“ დამფუძნებელმა მსოფლიო ს უძვირესი კორპორაციის ახალ გენერალურ დირექტორად გაყიდვების და საოპერაციო განყოფილების ხელმძღვანელს ტიმ კუკს გაუწია რეკომენდაცია. 55 წლის ჯობსი აქტიურ ბიზნესს მძიმე დაავადების – სიმსივნის გამო ჩამოშორდა. „სულ ვამბობდი, რომ თუ დადგებოდა დღე, როცა ჩემი მოვალეობების შესრულებას ვეღარ შევძლებდი, ამის შესახებ პირველად, მე ვიტყოდი. სამწუხაროდ, ეს დღე უკვე დადგა“–წერს ჯობსი თავის განცხადებაში.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ჯობსის განზრახვა კომპანიის აქტიური ხელმძღვანელობიდან წასვლის შესახებ „ეფლისთვის“ საიდუმლო არ ყოფილა და დირექტორის შეცვლა მასზე გავლენას ვერ მოახდენს. თუმცა, ანალიტიკოსების განცხადებითვე, „აიპოდის“ და „აიფონის“ შექმნა ჯობსის პირადი დამსახურებად იყო მიჩნეული და სწორედ მათი წყალობით იქცა „ეფლი“ მსოფლიო ს ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდად.
Related Stories