
რადიო კომერსანტის ცნობით, IPhone -ის ახალი ფუნქცია მათ მფლობელებს საზამთროს სიმწიფის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ინფორმაციას იმის შესახებ თუ რამდენად მწიფეა საზამთრო პროგრამა Melon Meter-ი ხმის მიხედვით ადგენს.
IPhone -ის მფლობელმა საზამთროს სიმწიფის დასადგენად უნდა მიუთითოს საზამთროს ზომა (პატარა, საშუალო ან დიდი), დაადოს ხილს მიკროფონი და ქერქზე რამდენჯერმე დააკაკუნოს. IPhone -ის ახალი ფუნქცია გააანალიზებს მიღებულ ხმას და გაარკვევს რამდენად მწიფეა საზამთრო.
პროგრამის შემქმნელები აცხადებენ, რომ მას ინფორმაციის მიწოდება მხოლოდ სიმწიფის შესახებ შეუძლია, რაც შეეხება სიტკბოს, Melon Meter-ი მას ვერ განსაზღვრავს. ასევე პროგრამა მხოლოდ საზამთროს სიმწიფეს ადგენს. სხვა ხილის, მაგალითად ნესვის შესახებ ინფორმაციას Melon Meter-ი ვერ მოგაწვდით.
ამ პროგრამის შეძენა 1,99 დოლარად იქნება შესაძლებელი. Melon Meter-ი IPhone -ის გარდა iPod-ებზეც იმუშავებს.
Related Stories