
რადიო კომერსანტის ცნობით, „სამსუნგს“ „ნოკიას“ ახალი მოდელების კონკურენციის არ ეშინია
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
მსოფლიო ში იაფფასიანი მობილური ტელეფონების სეგმენტში კონკურენცია მწვავდება. ეს ტენდენცია ქართულ ბაზარზეც აისახება. „ნოკიას“ წარმომაგენლობა სექტემბერში ახალ მოდელებს გამოიტანს, რომელთა ფასი მსოფლიო ბაზარზე 30-35 დოლარს არ აღემატება. თუმცა "სამსუნგის" წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ ეს მათ კონკურენტს უპირატეს მდგომარეობაში არ ჩააყენებს.
საქართველოში მობილურ ტელეფონებში გაყიდვების მაჩვენებლით სწორედ „ნოკია“ ლიდერობს. თუმცა მას მნიშვნელოვნად არ ჩამორჩება „სამსუნგი“.თუმცა, როგორც მაღაზია „მობიში“ commersant.ge-ს განუცხადეს, მხოლოდ დაბალი ფასი მომხმარებლის დაინტერესების მოტივაცია არ არის. ამ დროისათვის ყველაზე მეტი მოთხოვნა „ბლექბერებზეა“, რომელთა ფასი 380 ლარიდან იწყება. კომპანიაში ამბობენ, რომ დღეისათვის მაღალ ფასიან სეგმენტში „ბლექბერი“ გაყიდვების ლიდერია.
საერთო მაჩვენებელი კი დაახლეობით ასე გამოიყურება: პირველი ადგილი „ნოკიას“ ეკუთვნის, მას „სამსუნგი“ მოჰყვება, შემდეგ ადგილებს კი „ბლეკბერი“ და „სონი ერიქსონი“ ინაწილებენ.
„ნოკია“-ს „საბიუჯეტო“ ტელეფონების ფასი 47 ლარიდან იწყება, „სამსუნგის“ ტელეფონების ფასი კი 50 ლარიდან. „ნოკიამ“ დაბალფასიან ასორტიმენტს კიდევ ორი მოდელი დაუმატა, რითაც გაყიდვების მაჩვენებელის შენარჩუნებას შეეცდება, თუმცა „სამსუნგის“ ოფიციალური დილერი საქართველოში კომპანია „ტელეფონი“ მსოფლიო ბაზარზე „სამსუნგის“ პოზიციების გამყარებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს ტენდენცია საქართველოშიც აშკარაა. „დღეს მსოფლიო ბაზარზე „სამსუნგი“ გაყიდვების მაჩვენებლით „ნოკიას“ გაუტოლდა. ეს ტენდენცია საქართველოშიც შეიმჩნევა. ამდენად, დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რამდენ ახალ იაფფასიან მოდელს გამოიტანს „ნოკია“ ბაზარზე.
„სამსუნგი“ საკუთარი გაყიდვების მაჩვენებლის გაზრდას მხოლოდ იაფ ფასიანი მოდელების ხარჯზე არ გეგმავს. ის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდა და ამასთან, დაიხვეწა მისი ხარისხი. ხვალ–ზეგ „სამსუნგი“ ახალი მოდელების გამოშვებას აპირებს და ამით ის მსოფლიო ბაზარზე ლიდერობას დაიმკვიდრებს. ამ ლიდერობას ის საქართველოს ბაზარზეც მიაღწევს,“ – აცხადებს თამაზ გადელია.
Related Stories