| Sony, Toshiba და Hitachi თხევად-კრისტალური მონიტორების დასამზადებლად ერთიანდება |
|
31/08/2011 17:48 (265 დღე 14:35 minutes ago) | ||||||||||||
![]() რადიო კომერსანტის ცნობით, ტაივანიდან და სამხრეთი კორეიდან მოზღვავებული პროდუქციისთვის კონკურენციის გასაწევად, კომპანიები Sony, Toshiba და Hitachi, იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით, თავიანთი თხევად-კრისტალური მონიტორების წარმოებებს გააერთიანებენ.
გაერთიანება 2012 წლის გაზაფხულზე მოხდება, რის შედეგადაც სმარტფონებისა და პლანშეტური კომპიუტერებისთვის განკუთვნილი, მცირე ზომის პანელების დამამზადებელი მსოფლიო ს უმსხვილესი საწარმო ჩამოყალიბდება. ახალი კომპანია მსოფლიო ლიდერებს- Sharp Corp და Samsung Electronics-ს შეავიწროვებს.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|


