ფეისბუკის აქციების ფასი დაეცა


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

საქართველოში ელექტრონული წიგნების გამოშვება იწყება

07/09/2011 11:36 (258 დღე 20:48 minutes ago)

გამომცემლობა „სანდროს წიგნები" პირველად საქართველში, სექტემბრის შუა რიცხვებიდან ქართული ელექტრონული წიგნების გამოშვებას იწყებს, იუწყება რადიო კომერსანტი Navigator.ge-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ელექტრონული წიგნების გამოშვებით წელიწადზე მეტია „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაც“ არის დაინტერესებული, თუმცა ისინი პროგნოზს ვერ აკეთებენ, თუ როდის გამოჩნდება ინტერნეტში მათი პირველი წიგნი. მსოფლიო ს მასშტაბით e-book-ებზე მოთხოვნა რეკორდულ ციფრებს უტოლდება.

ელექტრონული წიგნების გაყიდვებმა Amazon-ის ონლაინ მაღაზიაში, პირველად კომპანიის ისტორიაში, ნაბეჭდ წიგნებზე არსებულ მოთხოვნას გაუსწრო. საგამომცემლო სახლ „სანდროს წიგნების“ გამომცემლის სანდრო ასათიანის თქმით, ელექტრონული წიგნების გამოშვება მას შემდეგ გადაწყვიტეს, როცა მათი მოძიება ქართულ ენაზე ვერ შეძლეს.„ჩვენი წიგნები 4, ან 5 ენაზე ამაზონზე დაიდება და სხვა წიგნების მსგავსად მათი ფასებიც 0,99 ცენტიდან დაიწყება. ასევე შეიქმნება ცალკე საიტი, სადაც წიგნები მხოლოდ ქართულ ენაზე აიტვირთება,“ - ამბობს სანდრო ასათიანი.

ელექტრონული წიგნი არის კომპიუტერული ფაილი, რომლის წაკითხვაც კომპიუტერში ან სხვა სპეციალური მოწყობილობით – ელექტრონული წიგნების საკითხავით – არის შესაძლებელი. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ელექტრონული წიგნის საკითხავი მოწყობილობა ამაზონის მიერ შექმნილი მოწყობილობა Amazon Kindle ან უბრალოდ ქინდლია, რომელსაც ელექტრონულ ქაღალდსაც უწოდებენ. თუკი მონიტორი შუქს ასხივებს და ეს ადამიანის თვალის დაღლის ერთ-ერთ მიზეზად არის მიჩნეული, ქინდლის ეკრანი, ისევე როგორც ქაღალდის ფურცელი, შუქს ირეკლავს. ქინდლის ერთ-ერთი მოდელის ფასი – Kindle 3G – ამაზონის საიტზე $189 შეადგენს.

წიგნების მაღაზია „ექსლიბრისის“ დირექტორის ნატო ცაავას თქმით, ელექტრონული წიგნის რიდერი ძალიან მოსახერხებელია: “პირველ რიგში, ელექტრონული წიგნების ყიდვა გაცილებით უფრო იაფი ჯდება, მოუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანის ფასი Аmazon-ზე $6–$7–აც აღწევს. ამასთანავე, e-book–ების გარკვეული რაოდენობა აბსოლუტურად უფასოდ არის ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, ელექტრონული წიგნის რიდერი ძალიან მჩატეა და მისი ტარება ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე რამდენიმე წიგნის ერთად.“

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group