EBRD-ის შეფასებით, რეგიონში ყველაზე წარმატებული ეკონომიკა საქართველოს აქვს


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

მაგთიკომი სატელიტური ‘ფეი–ტივი’ სერვისის დაწყებას გეგმავს

09/09/2011 13:23 (256 დღე 19:02 minutes ago)

pay-tv.jpg

civil.ge -- მსოფლიო ს ერთ–ერთმა უმსხვილესმა თანამგზავრების ოპერატორმა კომპანია SES–მა 8 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველოს მობილურ ოპერატორთან, მაგთი კომთან, გრძელვადიან შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც მაგთი კომი SES–ის თანამგზავრის მეშვეობით საქართველოში პირველ სატელიტურ ’ფეი–ტივის’ ტიპის სერვისს დაიწყებს 2012 წლის იანვრიდან.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

მაგთი კომი მომხმარებელს სტანდარტული და მაღალი გარჩევადობის (SD და HD) ადგილობრივ და საერთაშორისო არხებს შესთავაზებს, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება 60-სანტიმეტრიანი თეფშების მეშვეობით, ნათქვამია SES–ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მაგთი კომის მიერ DTH [direct-to-home] პლატფორმის დაწყება კიდევ ერთი დემონსტრირებაა იმისა, რომ SES–ს შესწევს უნარი დაეხმაროს ბაზარზე ახლად შემოსულ კომპანიებს წარმატების მიღწევაში“, – განაცხადა SES–ის მთავარმა კომერციულმა დირექტორმა ფერდინანდ კაიზერმა.

“SES–სთან ერთად ჩვენ დავაჩქარებთ ციფრული [მაუწყებლობის] დანერგვას საქართველოში“, – განაცხადა მაგთი კომის გენერალურმა დირექტორმა დევიდ ლიმ, "ჩვენი პარტნიორის შესანიშნავი სატელიტური შესაძლებლობებით და ტექნიკური მიღწევებით, ჩვენ ქართველ მაყურებლებს მივაწვდით უმაღლესი ხარისხის ციფრულ სატელევიზიო მომსახურებას… ეს ქართველ მაყურებელს პირველად მისცემს შესაძლებლობას , რომ მიიღონ ქართული ფეი–ტივის შეთავაზება სატელიტის მეშვეობით“.
 
მაგთი კომმა განაცხადა, რომ კომპანიის გეგმების შესახებ განცხადებას 9 სექტემბერს გაავრცელებს.

GMG იყო პირველი ადგილობრივი კომპანია, რომელმაც საქართველოში ფეი–ტივის სერვისი დაიწყო, თუმცა ის ექვს სატელევიზიო არხს გადასცემს საკაბელო ქსელის მეშვეობით და არა სატელიტით.  GMG–ის ბაზარზე შემოსვლის შემდეგ, ადგილობრივმა საკაბელო არხებმა შეწყვიტეს რუსული ფეი–ტივის მომწოდებლის ”HTB პლიუსის” ტრანსლირება.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group